„ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, 35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

„ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, 35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

access_time2021-11-15 14:10:00

„ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. „ნიკორა ჯგუფთან“ თიბისი კაპიტალი 2017 წლიდან თანამშრომლობს და ეს ობლიგაციების რიგით IV ერთობლივი განთავსებაა.


ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. ობლიგაცია მიბმული იქნება თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე - TIBR, რითიც მხარეები TIBR-ის პოპულარიზაციასა და კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე მის დამკვიდრებას უწყობენ ხელს.


კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Rating-ისგან მიიღო და ის B+ (Stable) დონით განისაზღვრა.


ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და განთავსება მოკლე დროში დასრულდა. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.



„ნიკორა ტრეიდი კაპიტალის ბაზარზე რამდენიმე წელია აქტიურად მონაწილეობს. კომპანია მოზიდულ სახსრებს ქსელის გაფართოებისთვის იყენებდა. ახალი ემისიის მიზანიც იგივეა - მოზიდულ რესურსი ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნას მოხმარდება და საშუალება მოგვეცემა ჩვენს მომხარებლებთან კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ, რაც ნიშნავს, რომ მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ჩვენი სუპერმარკეტების სერვისით. ასევე, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ლარში დენომინირებული ობლიგაციები სასესხო კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციის საშუალებას გვაძლევს, რაც ვალუტის მერყეობის ფონზე, კომპანიას უფრო მდგრადს ხდის. ყოველ ემისიაზე მოზიდული რესურების მოცულობა იზრდება, რაც ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ ნდობის ზრდაზე მიუთითებს. აღნიშნული კი კომპანიის მაღალი გამჭვირვალობითა და საოპერაციო შედეგებითაა განპირებებული. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისკენ“, - დავით ურუშაძე, სს „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი.


„ჩვენი ჩართულობით განთავსებული რიგით IV ემისია, თიბისი კაპიტალისა და „ნიკორას“ წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითი და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ TIBR-ზე მიბმული ინდექსი, კომპანიას და ინვესტორს შესაძლებლობას აძლევს რეალურ ფასში განსაზღვრულ ფასიან ქაღალდში განახორციელონ ინვესტირება. „ნიკორა“ ქართული კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა და მომავალშიც არაერთი ერთობლივი ემისიით გავამყარებთ აღნიშნულ ბაზარს. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კაპიტალი, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.


სს „ნიკორა ტრეიდი“ „ნიკორა ჯგუფში“ შემავალი კოპმანიაა, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია 380-ზე მეტი სხვადასხვა ფორმატის სავაჭრო ობიექტით და მომხმარებელს 8000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს სთავაზობს. დღეის მდგომარეობით, კომპანია ბაზრის ლიდერია როგორც ფილიალების რაოდენობის, ასევე საბაზრო წილის მიხედვითაც. სუპერმარკეტების ქსელი საქართველოს მთელ მთელ ტერიტორიას მოიცავს. „ნიკორა ტრეიდი“ საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი დამსაქმებელია - კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 6000-ს აჭარბებს.


NS




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up