Nile Rodgers & Chic-ი „ბლექ სი არენას“ სცენას 18 ივლისს დაიკავებს!.. Nile Rodgers ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და ბენდ Chic-ის თანადამფუძნებელია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობაც 50 წელს ითვლის.
მისი მუსიკალური კარიერის პირველი წარმატება 70-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბენდთან ერთად ისეთი პოპულარული სიმღერები შექმნა, როგორებიცაა "I Want Your Love", "Le Freak", "Dance, Dance, Dance" და "Good Times". მიუხედავად იმისა, რომ Nile Rodgers ძირითადად დისკოს და ფანკის სტილის მიმდევარი იყო, მის მიერ შექმნილი კომპოზიციებმა პოპ მუსიკის მომავლის განსაზღვრაში უდიდესი როლი ითამაშეს.
David Bowie, Diana Ross, Madonna და გლობალური მუსიკალური სივრცის სხვა ლეგენდებთან თანამშრომლობის ფარგლებში Nile Rodgers & Chic-ის შექმნილი 500 მილიონამდე ალბომი და 75 მილიონზე მეტი სინგლია გაყიდული, რაც ძალიან კარგად აჩვენებს პოპ მუსიკის სამყაროში ამერიკელი არტისტის მნიშვნელობას. დღეს Nile Rodgers & Chic-ის გავლენა თუ თანამონაწილეობა გვხვდება ყველგან, სადაც მუსიკაა - ბოლო წლებში ბენდმა Daft Punk, Sam Smith, Pharell, Disclosure და თანამედროვე მუსიკალური სცენის ბევრ საინტერესო ფიგურასთან თუ პროექტთან იმუშავა. ჯგუფის ბოლო ალბომი „It's About Time“ 2018 წელს გამოვიდა და ის Lady Gaga, Elton John და Craig David-თან კოლაბორაციებს მოიცავს. Nile Rodgers & Chic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 12 თებერვლის 20:00 საათიდან ვებ გვერდზე www.bsa.ge იქნება შესაძლებელი. Nile Rodgers & Chic-ის გარდა, 2020 წლის სეზონზე „ბლექ სი არენა“ არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს, რომელთა ჩამონათვალს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო არენის ოფიციალურ საიტსა და ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ეტაპობრივად გაეცნობით.
„ბლექ სი არენა“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს, მათ შორის Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars -ს უმასპინძლა.
ამის პარალელურად „ბლექ სი არენა“ სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს და ცდილობს ქართული კულტურული გარემოს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. 30 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მუსიკალური არენა 10 000-მდე სტუმარს იტევს და მისი ტექნიკური მონაცემები სხავდასხვა ტიპის ღონისძიებების წარმატებულად ჩატარების საშუალებას იძლევა. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. მოძრავი სცენა 638 კვადრატული მეტრია (36m X 18m) და დარბაზის ნებისმიერი წერტილიდან სრულყოფილად ჩანს. დარბაზის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია მცირე ზომის კინოთეატრი.
ნაილ როჯერსის მიერ სხვისთვის დაწერილი ალბომების/კომპოზიციების ჩამონათვალი:
We Are Family, Sister Sledge (1979)
Love Somebody Today, Sister Sledge (1980)
diana, Diana Ross (1980)
Let's Dance, David Bowie (1983)
Like a Virgin, Madonna (1984)
"The Reflex", "The Wild Boys", Duran Duran (1984)
"Out Out'", Peter Gabriel (1984)
Flash, Jeff Beck (1985)
She's The Boss, Mick Jagger (1985)
Home of the Brave, Laurie Anderson (1986)
Notorious, Duran Duran (1986)
Inside Story, Grace Jones (1986)
Cosmic Thing, The B-52's (1989)
Workin' Overtime, Diana Ross (1989)
Family Style, Vaughan Brothers (1990)
"Real Cool World", David Bowie (1992)
Good Stuff, The B-52's (1992)
Black Tie White Noise, David Bowie (1993)
"We Are Family", Nile Rodgers All Stars (We Are Family Foundation) (2001)
Only A Woman Like You, Michael Bolton (2002)
Astronaut, Duran Duran (2004)
Hotel Room Service (Songwriter for Pitbull) (2009)
"Shady", Adam Lambert ft. Sam Sparro and Nile Rodgers (2012)
"Get Lucky" ft. Pharrell Williams and Nile Rodgers, Random Access MemoriesDaft Punk (2013)
"Give Life Back to Music", Random Access Memories, Daft Punk (2013)
"Lose Yourself to Dance" Random Access Memories, Daft Punk (2013)
"Lay Me Down", Avicii featuring Adam Lambert and Nile Rodgers True, (2013)
"The Other Boys", NERVO ft. Kylie Minogue, Jake Shears and Nile Rodgers, Collateral (2015)
"Pressure Off", Duran Duran ft. Janelle Monáe and Nile Rodgers, Paper Gods(2015)
"Sun Don't Let Me Down", Keith Urban ft. Nile Rodgers & Pitbull (2016)
"Telepathy", Christina Aguilera ft. Nile Rodgers (2016)
"Fantasy", George Michael ft. Nile Rodgers (2017)
"Le Canzoni alla Radio", Max Pezzali ft. Nile Rodgers (2017)
"Till the World Falls", Nile Rodgers, Chic, Mura Masa ft. Cosha & Vic Mensa(2018)
"Sober", Nile Rodgers, Chic, ft. Craig David & Stefflon Don (2018)
"Do You Wanna Party", Nile Rodgers, Chic, ft. LunchMoney Lewis (2018)
"Emotional", Michelle Treacy (2019)
"Summer Lover", Oliver Heldens ft. Devin & Nile Rodgers (2019)
"Roses", Adam Lambert ft. Nile Rodgers (2020)
კარგი ხარისხის კონცერტების ლინკები:
ა) https://www.youtube.com/watch?v=7Jpc0E3ubug&t=408s
ბ) https://www.youtube.com/watch?v=WynTjq4OPtk
გ) https://www.youtube.com/watch?v=_VsicaEc5tY
დ) https://www.youtube.com/watch?v=2OXoSLANXIY
. ყველაზე პოპულარული ტრეკები:
ა) https://www.youtube.com/watch?v=aXgSHL7efKg
ბ) https://www.youtube.com/watch?v=UpBvRybm-RU
გ) https://www.youtube.com/watch?v=Er9xGRolrT4
d) https://www.youtube.com/watch?v=f5-9N0DEfmM
(R)