ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ახალ დირექტორს, არტურ ლორკოვსკის შეხვდა

ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ახალ დირექტორს, არტურ ლორკოვსკის შეხვდა

access_time2022-03-31 14:30:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ახალ დირექტორს, არტურ ლორკოვსკის შეხვდა.


ნინო თანდილაშვილმა არტურ ლორკოვსკის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.


შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილეს და კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.


ნინო თანდილაშვილმა ქვეყანაში ეფექტიანი გარემოსდაცვითი მმართველობის უზრუნველსაყოფად მიღებულ კანონზე „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ ისაუბრა, რომელიც ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) და სტრატეგიული გარემოს შეფასების (SEA) დირექტივების პრინციპებს ითვალისწინებს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კოდექსის შესაბამისად, ყველა აქტივობა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს გარემოზე ან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებს ექვემდებარება.


„EIA და SEA სისტემის შემდგომი გაუმჯობესება ქვეყანაში კვლავ რჩება ჩვენ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ჩვენ ვგეგმავთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და პროცესში ჩართულობა. ამ მიზნით შემუშავდა გარემოსდაცვითი შეფასების ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების სისტემატურ და გამარტივებულ ხელმისაწვდომობას გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


საუბარი შეეხო საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტს (NDC) და 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგიასა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებითა და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივით ნაკისრ ვალდებულებებს. სამოქმედო გეგმა ენერგიის გამომუშავებასა და გადაცემას, ნარჩენების მართვას, სოფლის მეურნეობასა და სატყეო მეურნეობას მოიცავს.



ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საქმიანობას კლიმატის ცვლილების საკანონმდებლო ბაზის შემუშავება წარმოადგენს.


„აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოში არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. ამრიგად, ჩვენ ვართ კლიმატის ცვლილების კანონის საუკეთესო ვარიანტების გამოვლენის პროცესში და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა, არტურ ლორკოვსკიმ აღნიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების ამოცანა ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება, ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობაა. მისივე თქმით, ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნო მზად არის საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონმდებლობის შემუშავებაში დაეხმაროს და ზოგადად, გარემოს დაცვის სფეროში არსებული რეგულაციების EU სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში ხელი შეუწყოს.


შეხვედრას ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე, პროგრამა EU4Energy-ის ხელმძღვანელი სვეტლანა კარპიშინა, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ადგილობრივი წარმომადგენელი მაია მახარაშვილი ესწრებოდნენ.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up