გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინოთანდილაშვილმა საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობისა დაორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებითგამართულ გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღომონაწილეობა. ღონისძიებაზე ჰაერის ხარისხის შესახებ ისაუბრეს და ავტოტრასპორტისტექნიკური ინსპექტირების რეფორმები განიხილეს. გაიმართა ჰაერის დაბინძურებისთემატიკაზე გადაღებული სოციალური ფოტონამუშევრების გამოფენაც, რომლის მიზანიცდაბინძირებული ჰაერის ადამიანის ჯანრმთელობასა და საცხოვრებელ გარემოზეზეგავლენის წარმოჩენა იყო.
„წელს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია ბიომრავალფეროვნების დაეკოსისტემების დაცვა და აღდგენა. ეკოსისტემურ სერვისებსა და ჰაერის ხარისხს შორისპირდაპირი კავშირია. აუცილებელია, ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანოს გარემოსდაცვაში. სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკოსისტემების დაცვა დაშენარჩუნებაა. მხოლოდ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად არის შესაძლებელი, დავიცვათ და შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს ის უნიკალური ბიომრავაფლეროვნება, რითიც ჩვენი ქვეყანა ნამდვილად გამორჩეულია,” - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა გაეროს მუდმივიკოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლიმ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივირესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელმა ეკა ლალიაშვილმამიიღეს.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურიასამბლეის მიერ დაწესდა და მიზნად ისახავს გარემოსდაცვით გამოწვევებზემსოფლიოს მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და მათ აქტიურ ჩართვას ამპრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში.