ნინო წილოსანი: ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მეჩაიეობის დარგის თანმიმდევრულ განვითარებას ქვეყანაში

ნინო წილოსანი: ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მეჩაიეობის დარგის თანმიმდევრულ განვითარებას ქვეყანაში

access_time2022-06-01 17:30:00

კომიტეტის სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის მეჩაიეობის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ანგარიში და შემუშავებული რეკომენდაციები კოლეგებს გააცნო აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, რომელიც აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



​მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი მეჩაიეობის დარგში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას ახდენს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დარგის ეფექტიან განვითარებას.



„ჯგუფმა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ჩაატარა, გავაანალიზეთ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, ასევე, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები. შემუშავდა დარგის SWOT ანალიზი. სუსტი მხარეებიდან გამოიკვეთა ის, რომ ქვეყანაში აღარაა დარჩენილი ჩაის სანაშენეები, ახალი პლანტაციების გაშენება საკმაოდ ძვირია და ბევრ დროს მოითხოვს, მასობრივად მიმდინარეობს ჩაის პლანტაციების ჩანაცვლება სხვა კულტურებით და სხვა. დარგში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფმა სახელმწიფო ორგანოებისათვის მოამზადა რეკომენდაციები და განსაზღვრა მათი შესრულების ვადები. ამ რეკომენდაციების მიზანია ხელი შეუწყოს მეჩაიეობის დარგის თანმიმდევრულ განვითარებას ქვეყანაში,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.



რეკომენდაციათა შორისაა ჩაის ფართობების ინვენტარიზაცია, მეჩაიეობის დარგის განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო ხედვის დოკუმენტის მომზადება, „ჩაის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება და „ჩაის გზის“ სამოქმედო გეგმის შემუშავება.




ნინო წილოსანის განცხადებით, აგრარულ საკითხთა კომიტეტი, უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურ ზედამხედველობას გაუწევს სამუშაო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების შესრულების პროცესს.



აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „მეაბრეშუმეობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მეაბრეშუმეობის ასოციაციის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზეც იმსჯელა.



საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ მეაბრეშუმეობის 15-საუკუნოვანი დარგის მიმართ პროტექციონისტული პოლიტიკა უნდა გაატაროს და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეაბრეშუმეობის განვითარებას.



მათივე განცხადებით, დაზარალებული მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინებას კი უდავოდ ხელს შეუწყობს შესაბამისი კანონმდებლობის მიღება.



კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა.



„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად უარყოფითია კომიტეტის დასკვნა, ვთანხმდებით თავად საკითხის აქტუალობაზე და მის საჭიროებაზე. ჩვენი დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აგრარულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თითოეული დარგობრივი მიმართულებით სპეციალური კანონმდებლობის შექმნას. სამინისტრო თავის პოლიტიკას ძირითადად აწარმოებს პროგრამული დახმარების და სუბსიდირების კუთხით. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით კი, გარკვეულწილად საქმე გვაქვს პროტექციონისტულ პოლიტიკასთან, რომელიც არ არის თანხვედრაში თავისუფალი ვაჭრობის იმ პრინციპებთან, რომლებსაც ჩვენი ქვეყანაა მიერთებული. შესაბამისად, ამის გათვალისწინებით და გამომდინარე იქიდანაც, რომ თავად საკანონმდებლო ბაზა არ იცნობს ცალკეული მიმართულებებით კანონმდებლობების შექმნას, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მხარი არ დაეჭირა საკანონმდებლო წინადადებისთვის. ამასთან, მსურს განვაცხადო, რომ აღნიშნული საკითხი ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, იქნება ეს ბიუჯეტის განხილვა, პროგრამების შემუშავება თუ ცვლილებები კანონმდებლობაში, მუდმივად იქნება ჩვენი კომიტეტის ყურადღების არეალში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up