ნინო წილოსანი ნათია თურნავას - რა პოლიტიკა გექნებათ ბიზნესის და კერძო სექტორის დარესტარტების კუთხით?

ნინო წილოსანი ნათია თურნავას - რა პოლიტიკა გექნებათ ბიზნესის და კერძო სექტორის დარესტარტების კუთხით?

access_time2020-12-21 14:29:36

რა პოლიტიკა გექნებათ, როდესაც დაიწყება პანდემიის უარყოფითი ეფექტების შესუსტება, ბიზნესების და კერძო სექტორის დარესტარტების კუთხით? - ამ კითხვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მიმართა.

 

მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოები წარმოადგენს ქვეყნის აქტივების ერთ-ერთ მსხვილ და მსუყე ნაწილს, ამიტომ, მათი ეფექტიანი მართვა და შემოსავლების, ასევე, დასაქმების კუთხით ამ რესურსის კარგად გამოყენება არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი.

 

„გაცხადებული პოლიტიკა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაზე, გვავალდებულებს, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით მივიდეთ აქამდე. ევროკავშირი არ არის თვითმიზანი, ეს არის იმ სტანდარტების დანერგვა როგორც სახელმწიფოს მართვის, დემოკრატიის პრინციპების კუთხით, ასევე, ადამიანების კეთილდღეობის ზრდა იმგვარად, რომ მივუახლოვდეთ ევროკავშირის ქვეყნების ცხოვრების დონეს. ქალბატონო ნათია, ისაუბრეთ კაპიტალის ბაზარზე და ყველა ის პრინციპი, რაც დაასახელეთ, არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომ გვინდა, რომ კაპიტალის ბაზარი განვავითაროთ, თუმცა, ერთ-ერთი რაზეც არ გაგიმახვილებიათ ყურადღება, არის იაფ ფულზე ხელმისაწვდომობა. ფაქტობრივად, ალტერნატივა ჩნდება სასესხო ფინანსური რესურსის. მაგრამ ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ბოლო სამი წელი მესმის კაპიტალის ბაზრის განვითარების ჩვენეულ პირობაზე, თუმცა, დღეს რეალური ხელშესახები შედეგი არ გვაქვს. ვისურვებდი, რომ თქვენგან მოვისმინო კონკრეტული დედლაინები, ინდიკატორები, როგორ უნდა შევაფასოთ ერთი წლის თავზე, როდესაც თქვენ პარლამენტში მოხვალთ, რა კრიტერიუმით და რა ინდიკატორით უნდა შევაფასოთ რომ ეს თქვენი პოლიტიკა მეტნაკლებად სწორად მიმდინარეობს და ეს რეფორმა სრულდება. ასევე, მინდა, სახელმწიფო საწარმოების თემატიკაზეც გკითხოთ, - პარლამენტში, ჩვენს მიერ მომზადდა ძალიან კარგი და სიღრმისეული კვლევა სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობასთან დაკავშირებით და ჩვენს მიერ იყო გაცემული რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი, როგორც ვხვდები, არ არის შესრულებული. ამიტომ, როდესაც თქვენგან ვისმენთ გეგმებს სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რა გაკეთდა ამ წლების მანძილზე და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სახელმწიფო საწარმოები წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის აქტივების ერთ-ერთ მსხვილ და მსუყე ნაწილს, ამიტომ, მათი ეფექტიანი მართვა და შემოსავლების, ასევე, დასაქმების კუთხით ამ რესურსის კარგად გამოყენება არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი. ჩვენს რეკომენდაციებში იყო კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვა, ასევე, მართვის მოდელზე შეჯერება. პანდემიასაც უნდა შევეხო - რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ის ნაბიჯები, რომელიც გადადგით და ძალიან დროულად და კარგად იმუშავა ამან გარკვეულწილად, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ვხვდებით, რომ ჩვენი შეზღუდული რესურსების პირობებში ეს იყო, რისი გაკეთებაც შევძელით. მაინტერესებს, რა პოლიტიკა გექნებათ, როდესაც დაიწყება პანდემიის უარყოფითი ეფექტების შესუსტება, ბიზნესების და კერძო სექტორის დარესტარტების კუთხით?“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.


 

 

interpressnews





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up