ნინო ზამბახიძე - ბიზნესი  მზად არის,  დაეხმაროს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო მზად არის, ბიზნესს გამოწვევებზე სწრაფ რეაგირებაში დაეხმაროს

ნინო ზამბახიძე - ბიზნესი მზად არის, დაეხმაროს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო მზად არის, ბიზნესს გამოწვევებზე სწრაფ რეაგირებაში დაეხმაროს

access_time2020-03-12 21:22:24

ბიზნესი  მზად არის,  დაეხმაროს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო მზად არის, რომ ბიზნესს რა გამოწვევებიც აქვს, დაეხმაროს სწრაფ რეაგირებაში, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, კერძოდ ტურიზმს და სავაჭრო ქსელებს. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა. 


 

 

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რაც აქვს ბიზნესს, კერძოდ ტურიზმს და მათ შორის სავაჭრო ქსელებს. ვისაუბრეთ,  თუ როგორ შეიძლება მსგავსი პრობლემების გადაჭრა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს არ გვაქვს ძალიან სახარბიელო სიტუაცია არა მხოლოდ ჩვენ, მთელს მსოფლიოში მსგავსი სიტუაციაა. თუმცა,  ძალიან დამაიმედებელი არის ის, რომ ბიზნესი ყველანაირად მზად არის,  დაეხმაროს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო მზად არის, რომ ბიზნესს რა გამოწვევებიც აქვს, დაეხმაროს სწრაფ რეაგირებაში. მე ვფიქრობ, რომ ყველას პასუხისმგებლობაა ეს. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პრეროგატივა, კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთობლივად ვეცდებით, რომ უახლოეს მომავალში გადავჭრათ ყველა ის გამოწვევა, რომელიც რეალურად იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა, მათი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა და ის, რომ ყველა გაუფრთხილდეს სხვა ადამიანებს, თვითიზოლაციაც დაიცვან იმიტომ, რომ ის მოქმედებს ჩვენზეც და ჩვენც  რომ შევიტანოთ წვლილი ეკონომიკის განვითარებაში, მინიმუმ ჯანმრთელები უნდა ვიყოთ.  ყველა უნდა იყოს მობილიზებული და მხოლოდ სახელმწიფოს იმედად არ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი ჩვენს საქციელზე', - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up