ჯადოსნური პერსონაჟები – როგორ დაიწყო NISA–მ ხელნაკეთი თოჯინების წარმოება

ჯადოსნური პერსონაჟები – როგორ დაიწყო NISA–მ ხელნაკეთი თოჯინების წარმოება

access_time2022-12-18 17:00:17

ნინო სამხარაძე პროფესიით ფერმწერ-რესტავრატორია, რომელმაც ხელნაკეთი თოჯინებისა და აქსესუარების ბრენდი NISA პანდემიის დროს დააფუძნა. თავდაპირველი იდეა ოჯახის წევრისთვის ხელნაკეთი და განსხვავებული საჩუქრის შექმნა გახდა. როგორც ნინო ბიზნესპარტნიორთან ყვება სწორედ ამ დროს შექმნა პირველი თოჯინა და მას მერე ამ საქმიანობითაა დაკავებული.


მხატვრობის პარალელურად, ყოველთვის მიტაცებდა მრავალფეროვნება და ვქმნიდი ხელნაკეთ ნივთებს სხვადასხვა ტექნოლოგიებისა თუ მასალების გამოყენებით. ვმუშაობდი: ტყავზე, პოლიმერულ თიხაზე, ასევე ტექსტილზე ქვილთის ტექნოლოგიით. ბოლო დროს, დაკავებული ვარ ხელნაკეთი საავტორო დეკორატიული თოჯინებისა და საახალწლო დეკორაციების შექმნით, რაც შევისწავლე დამოუკიდებლად და დროთა განმავლობაში განვავითარე. ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები მომხარებელისთვის ორიგინალური, განსხვავებული, და ეკომეგობრულია, რომელიც ასევე ქმნის ჯადოსნურ განწყობას.



ნამუშევრებისთვის, რომელსაც ამ ეტაპზე სახლში ვამზადებ, ვიყენებ სხვადასხვა ნედლეულს როგორიცაა: ტექსტილი, ძაფი და ა.შ რომელთაგან ზოგიერთი არაა ადგილობრივი. ვფიქრობ, საქართველოში დღითიდღე უფრო ფასდება ხელნაკეთი ნამუშევრები, რაც ძალიან მახარებს. რაც შეეხება, უშუალოდ ჩემს ნამუშევრებს, ინტერესი ხალხის მხრიდან საკმოდ მაღალია, ვიღებ არაერთ დადებით შეფასებას და მოწონებას, რაც ჩემთვის როგორც ხელოვანი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია.–აღნიშნავს ნინო სამხარაძე.


NISA–ს ნამუშევრები საშუალო საფასო კატეგორიაზეა გათვლილი და მათი ღირებულება დაახლოებით 100-200 ლარის ფარგლებში მერყეობს. რეალიზაცია ხდება როგორც ონლაინ, ასევე USAID/Georgia-ს მიერ მოწყობილ საშობაო ბაზრობებზე.

ჯერ მხოლოდ ფეისბუქის გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი ჩემი ნამუშევრების დათვალიერება/შეძენა, ასევე, წინასაახალწოდ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ შექმნილ სტენდზე შეხვდებით სხვა ავტორების ნამუშევრებთან ერთად ჩემს თოჯინებსა და ნაძვის ხეებს.

პროექტი თავიდან ბოლომდე საკუთარი ინვესტიციით განვახორციელე და დღემდე ასე ვაგრძელებ. ამ დრომდე გრანტის მიღება არ მიცდია, თუმცა სამომავლოდ განვიხილავ,–ამბობს NISA–ს დამფუძნებელი.

სამომავლოდ, ბრენდს დიდი გეგმები აქვს. რაც დაკავშირებულია სხვადსხვა კომპანიებთან კოლაბორაციასთან, გაყიდვების ზრდასთან და ცნობადობის ამაღლებასთან, არა მხოლოდ საართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up