ნიშნავს თუ არა Made in Georgia 100%-ით ქართულ ნაწარმს?

ნიშნავს თუ არა Made in Georgia 100%-ით ქართულ ნაწარმს?

access_time2021-07-28 14:00:45

ნიშნით Made in Georgia (დამზადებულია საქართველოში) სასაქონლო ბაზარზე გასული პროდუქციის უმეტესობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, 100%-ით ქართული არ არის.  ასეთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ქართული ღვინო და მინერალური წყლები, ასევე რამდენიმე დასახელების საკონსერვო პროდუქტი.

 

თუმცა, ეს სრულებითაც არ აკნინებს ქართული წარმოების როლს და არც მისი ,,ეკონომიკური ეროვნება“  არის სადავო.

 

როგორც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, გლობალური ეკონომიკის პირობებში ძნელად მოიძებნება პროდუქცია, რომელიც მთელ სასაქონლო ციკლს ერთ კონკრეტულ ქვეყანაში გადიოდეს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში მნიშვნელობანია, არსებული ნედლეულის სრულად ათვისება მოხდეს, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება და ეს კი  დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის.

 

„დღეს საქართველოში დამზადებული პროდუქტების უმეტესობა უცხოური ნედლეულით არის შექმნილი. ეს ტენდენცია დამახასიათებელია არა მარტო ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვსი, რადგან ყველა ხარჯის შემცირებას და იაფი მუშახელის დაქირავებას ცდილობს, რა მიზნითაც საწარმოო პროცესები სხვა ქვეყანაში გადააქვთ, მათ შორის, საქართველოშიც. მაგალითად, თუ შემოტანილი სპირტისგან დამზადდება ლიქიორი და სხვა სასმელი, ეს უკვე ადგილობრივ ბაზარზე დამზადებულ პროდუქტად ჩაითვლება. რაც შეეხება ნედლეულს, შრომის ძალას და დახარჯულ ტექნოლოგიებს, სხვადასხვა წარმოშობისაა, რაც გლობალური ეკონომიკის პირობებში ჩვეულებრივი მოვლენაა.  ნებისმიერი ქვეყნის პროდუქტის დამზადება  აშშ-ში თუ ევროპაში, უშუალოდ არ ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე ერთ ქვეყანაშია საწარმოო პროცესი წარმართული. ყველა იაფი მუშახელის ძიებაში. ასე აღმოჩნდნენ საქართველოში ,,ბენეტონი“, ,,ნაიკი“, ადიდასიდა სხვა ბრენდები, რომლებსაც შემოაქვთ ნედლეული და აქ საბოლოო სახე ეძლევა. სამაგიეროდ, ქვეყნიდან გადის წარწერით Made in Georgia“, - ამბობს აროშიძე.

 


რაც შეეხება აგრარულ პროდუქციას, პაატა აროშიძის თქმით, ამ შემთხვევაშიც ანალოგიური ვითარებაა, რადგან თითზე ჩამოსათვლელადღაა პროდუქცია, რომელიც შეიძლება 100%-ით ქართულად ჩაითვალოს.

 

„სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან ღვინო, მინერალური წყლები და საკონსერვო წარმოებიდან რამდენიმე ქართულია. მაგალითად, მარნეულის საკონსერვო ქარხანა, თუ ის ადგილობრივ პროდუქციას იღებს და გადაამუშავებს, წმინდა ეროვნულ პროდუქტად ჩაითვლება, მაგრამ თავს იჩენს ნედლეულის დეფიციტი ან ფასთან დაკავშირებული პრობლემა. წარწერაში მთავარია, რამდენად ქართული პროდუქციაა რეალურად ათვისებული. რომელიმე გადამამუშავებელ საწარმოს დასჭირდა საწებელისთვის ნედლეული, ის ძვირ ადგილობრივ პროდუქციას არ შეისყიდის და იყიდის იაფ თურქულ პომიდორს. ასევე, ახალშემოსულ ქართულ ატამში არ მისცემს 4 ლარს და იყიდის 1,5 ლარად საერთაშორისო ბაზრებზე. სიმინდის ზეთი რომ ავიღოთ, ქართული წარწერით გამოდის, მაგრამ ნედლეული უკრაინიდან ჩამოდის და აქ არის დაფასოებული.  ასეთივეა ქიმიური პროდუქცია, ასევე სპირტიანი სასმელები, ჩამოდის ცისტერნები, მასობრივი წარმოების  ალკოჰოლური სასმელები და ადგილზე ჩამოისხმება ან პირიქით, სამარკო ღვინოები, ძვირფასი ბრენდის კონიაკები და სხვადასხვა პროდუქცია სხვა ქვეყანაში შეიძლება ჩამოისხას, მაგრამ ეს მის ბრენდს ჩრდილს ვერ აყენებს. ასე ხდება ტექნოლოგიებშიც. ცნობილია, რომ ჩინური ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, რასაც პანდემიამ შეუშალა ხელი. იდეის რეალზიაციის შემთხვევაში, აქ წარმოებული ელექტრომობილები გავიდოდა ნიშნით ,,დამზადებულია საქართველოში“.  საქართველოსთვის ეს დიდი სარგებელი იქნებოდა თუნდაც იმის გამოც, რომ  თავისუფალი ვაჭრობის პრინციპით ევროკავშირის ბაზარზე ქართულ პროდუქტს  საერთოდ არ აქვს გადასახდელი, როცა ჩინეთს ასეთი ხელშეკრულება არ აქვს ევროპასთან, ამიტომ ურჩევნია, დააწეროს ,,დამზადებულია საქართველოშიდა მიიღოს თანხა, ვიდრე დამატებითი თანხა დახარჯოს“, - განმარტავს ,,კომერსანტთან“ ეკონომისტი.

 

როგორც წესი,  საგადასახადო კოდექსის და საბაჟო სამართლის მიხედვით, იმისთვის, რომ პროდუქცია კონკრეტულ ქვეყანაში წარმოებულად ჩაითვალოს, საკმარისად უნდა მოხდეს მისი გადამუშავება და საბოლოო სასაქონლო სახის მიცემა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ქვეყნიდად გასულ პროდუქციას თან ერთვის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ იგი წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან. მათ შორის, არაპრეფერენციული წარმოშობისა, რომელიც ანიჭებს საქონელს „ეკონომიკურ ეროვნებას“ და არ იძლევა რაიმე სახის სატარიფო უპირატესობას. მისი გამოყენება შეიძლება წარმოშობის განმსაზღვრელად, ეტიკეტისთვის - Made in („დამზადებულია“).

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up