თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიგ ავიაკომპანიებს, რომელთაც განრიგით უნდა შეესრულებინათ რეისები, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო პრობლემები ექმნებათ.
ავიაკომპანია flydubai-ს ორი რეისმა, რომელიც დუბაიდან თბილისში უნდა დამჯდარიყო, ცუდი ხილვადობის გამო თბილისის ცაზე რამდენიმე საათი იტრიალა. შემდეგ კი ერთი ბორტი თბილისის ნაცვლად ბაქოში დაჯდა, ხოლო მეორე ისევ თბილისის ცაზე დაფრინავს.
რაც შეეხება ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ის საჰაერო ხომალდს, რომელიც ტაშკენტი-თბილისის რეისს ასრულებდა, თბილისის ნაცვლად სოჭის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება.
იმავდროულად ყოვნდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგი თვითმფრინავების აფრენებიც.