Nissan-ი და Renault ახალი მანქანების შესაქმნელად ინდოეთში 600 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ

Nissan-ი და Renault ახალი მანქანების შესაქმნელად ინდოეთში 600 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ

access_time2023-02-14 09:00:19

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan Motor Co-მ და ფრანგულმა Renault SA-მ, ინდოეთში ახალი ავტომობილების მოდელების შესაქმნელად, 600 მილიონი დოლარის ინვესტიციისთვის გეგმა წარმოადგინეს.


როგორც Nissan-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი - კომპანიები ექვს ახალ მანქანას შექმნიან ინდოელი და საზღვარგარეთული მომხმარებლებისთვის.


ისინი შექმნიან ორ ახალ მცირე ელექტრო მანქანას. ეს იქნება კომპანიების პირველი ელექტრო მანქანები ინდოეთში. გარდა ამისა, Nissan და Renault აწარმოებენ ოთხ SUV-ს.


მოსალოდნელია, რომ შედეგად, ინდოეთის ქალაქ ჩენაიში კომპანიების განყოფილების პერსონალი, რომელიც დაკავებულია კვლევა-განვითარებით, დაახლოებით 2 000 ადამიანით გაიზრდება. ახლა მას დაახლოებით 8 000 თანამშრომელი ჰყავს. 2010 წლიდან კომპანიების ერთობლივმა საწარმომ 1 მლნ-ზე მეტი ავტომობილის ექსპორტი განახორციელა 108 ქვეყანაში. Nissan-ისა და Renault-ის დირექტორთა საბჭოებმა გასულ კვირას დაამტკიცა შეთანხმება ორმხრივი ალიანსის პირობების ხელახალი მოლაპარაკების შესახებ.



როგორც ცნობილია, Renault თანდათან შეამცირებს Nissan-ის წილს 15%-მდე, რათა შეესაბამებოდეს იაპონური კომპანიის აქციებს Renault-ში. ახლა Renault ფლობს Nissan-ის აქციების დაახლოებით 43%-ს და ეს დისპროპორცია არაერთხელ გამხდარა Nissan-ის მენეჯმენტისთვის პრობლემატური საკითხად.


შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რამდენიმე ახალი მანქანის მოდელის ერთობლივ განვითარებას. Nissan-ი ინვესტირებას ახორციელებს Renault-ის ელექტრომობილების ბიზნესში, სახელწოდებით Ampere.


ორშაბათს პარიზში ვაჭრობისას Renault-ის აქციები 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო ტოკიოში ვაჭრობის შემდეგ Nissan-ის აქციები 0.6%-ით გაიზარდა.

 


თეგები:
Nissan Renault



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up