რუსეთის ბაზარს INFINITI-ც ტოვებს

რუსეთის ბაზარს INFINITI-ც ტოვებს

access_time2022-11-06 20:00:11

იაპონურმა ავტომობილების ბრენდმა Infiniti-მ, რომელიც Nissan-ის კონცერნს ეკუთვნის, რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა. 


„ჩვენ გავაგრძელებთ სერვისის მხარდაჭერას ჩვენი ავტომობილების ყველა მფლობელისთვის გარანტიის პირობების მიხედვით“, აღნიშნავენ კომპანიაში.


თავის დროზე, რუსეთი Infiniti-სთვის პირველი ევროპული ბაზარი გახდა. ბრენდი ქვეყანაში 2006 წლიდანაა წარმოდგენილი. წლის დაწყებამდე რუსეთის ბაზარზე QX50, QX55 და QX80 მოდელების SUV სეგმენტის მანქანები აქტიურად შედიოდა.



ბრენდს რუსეთში ადგილობრივი წარმოება არ ჰქონია. 2012-2014 წლებში სანქტ-პეტერბურგში Nissan-ის ქარხანაში განხორციელდა QX70, QX80 კროსოვერების და M სედანის SKD აწყობა. Infiniti-მ ავტომობილების მიწოდება რუსეთის ბაზარზე მარტის დასაწყისში, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, შეაჩერა.


ევროპული ბიზნესის ასოციაციის (AEB) მონაცემებით, Infiniti-ის გაყიდვები რუსეთში 2022 წლის 9 თვის განმავლობაში 46%-ით, 819 ერთეულამდე დაეცა. იმავდროულად, ბაზრის წილი ერთი წლის წინანდელი 0,2%-დან 0,1%-მდე შემცირდა.


იაპონურმა ავტოკონცერნმა Nissan-მა, რომელიც ბრენდ Infiniti-ს ფლობს მანამდე გადაწყვიტა, რომ თავისი რუსული წარმოების ადგილი სანკტ-პეტერბურგში (Nissan Manufacturing Rus LLC), სიმბოლური ღირებულებით, რუსეთის სახელმწიფო საწარმო NAMI-სთვის, 6 წლის განმავლობაში გამოსყიდვის პირობით, გადაეცა. ტრანზაქციის პერიმეტრი ასევე მოიცავდა კონცერნის საწარმოო და კვლევით ობიექტებს სანქტ-პეტერბურგში, გაყიდვებისა და მარკეტინგის ცენტრს მოსკოვში.


იაპონური კომპანიის ქარხანა სანქტ-პეტერბურგში 2009 წლის ივნისში გაიხსნა. ინვესტიციების მოცულობამ 200 მილიონი დოლარი შეადგინა. მის გაფართოებაში 167 მილიონი ევრო ჩაიდო. კომპანია აწარმოებდა X-Trail, Murano, Qashqai და Terrano მოდელებს. საწარმოს სიმძლავრე წელიწადში 100 ათასი ავტომობილია.


თეგები:
Nissan Infiniti



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up