Nissan-ის ახალი სპორტული მანქანა Skyline GT-R-ი იაპონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფერებში შეიღება და იაპონიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველ აო ტანაკას მიეძღვნა. ამის მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრების ესპანეთთან გამარჯვება გახდა. ამ მატჩში გოლი სწორედ აო ტანაკამ გაიტანა.
საკულტო ბრენდის სპორტულ მანქანას ყვითელი დისკები, სპორტული საბურავები და უზარმაზარი უკანა ფრთა აქვს. Skyline GT-R-ი იაპონიის ეროვნული ნაკრების ფერებშია გადაწყვეტილი და დამატებული აქვს ცნობილი იაპონური ბრენდების ლოგოები და ნომერი 17. სწორედ 17 ნომერ მაისურს ატარებს აო ტანაკა.
სპორტული ავტომობილი 4,9 წამში 100 კმ/სთ-მდე აჩქარებს და 250 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.