„ნიუ ჰოსპიტალის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ორი წლისაა

„ნიუ ჰოსპიტალის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ორი წლისაა

access_time2021-04-01 12:51:12

„ნიუ ჰოსპიტალის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ორი წლისაა. ცენტრში ფუნქციონირებს, ბავშვთა ამბულატორია და ხელმისაწვდომია პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, რევმატოლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ტრავმატოლოგის, ჰემატოლოგის სრული მომსახურება, კლინიკაში სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ზოგადი ქირურგია.

 

 

„კომერსანტი“ დეტალებისთვის „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელს, დავით ციბაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით ცენტრში ხელმისაწვდომია სრული პედიატირული მომსახურება და ფუნქციონირებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება, რომელსაც ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის მიღება შეუძლია.

 

 

„ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ გვაქვს თანამედროვე აღჭურვილობა, მაგალითად ერთ-ერთი ასეთია „ვენა ფაინდერი“ ანუ  მოწყობილობა, რომელიც ვენას ეძებს და რომლის საშუალებითაც პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია ძალიან იოლდება. პროცედურა ემლას გამოყენებისას აბსოლუტურად უმტკივნეულოა და ემოციურად ცვლის პატარას განწყობას. განსაკუთრებული შემთხვევების დროს ვიყენებთ გლაიდოსკოპს, რომელიც გართულებული ინტუბაციისას გამოიყენება და მისი მეშვეობით პრობლემა ადვილად იჭრება.“ -  აღნიშნა დავით ციბაძემ.

 

 

რა დაავადებების ან ჯანმრთელობის მდგომარეობების შემთხვევაში უნდა მიმართონ მშობლებმა ცენტრს?

 

 

პედიატრიულ განყოფილებაში, სადაც წვანან როგორც ზედა სასუნთქი გზების ისე ნაწლავური ინფექციის მქონე ბავშვები, ასევე ბავშვები პოსტოპერაციული ქირურგიის დროს, გვაქვს ყველა მომსახურეობა დაწყებული ყბა-სახის ქირურგიიდან, დასრულებული ლაპარასკოპიული ქირურგიის ყველა მიმართულებით. ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ გაგვაჩნია ვენტილაციის უპრეცედენტო სისტემა, რაც გამოხატულია, იმაში რომ ყველა პალატაში უარყოფითი წნევაა და შესაბამისად ინფექციის გავრცელება ფაქტობრივად გამორიცხულია.

 


 

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში ბავშვები მშობლის გარეშე არ არიან. მსგავსი განყოფილება საქართველოში არსად არ არის. რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში იყო პაციენტი, რეანიმაციაში იმყოფება დედის ან მამის თანხლებით. მნიშვნელოვანია, რომ მშობლების რეანიმაციაში ყოფნამ საწოლ დღეები და ბავშვთა განკურნების ხარისხი ძალიან შეამცირა დროში. აქ ფსიქოლოგიური სტრესი არ არის, რაც მშობლებს საშუალება ეძლევათ ბავშვის მკურნალობაში მიიღონ მონაწილეობა. მშობლები ძალიან გვეხმარებიან და გვერდზე გვიდგანან, როგორც ბავშვების დამშვიდებაში ასევე მკურნალობის შესრულებაში.

 

რა პედიატრიული სერვისებია ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ხელმისაწვდომი - რა განყოფილებები ფუნქციონირებს?

 

რაც შეეხება სერვისებს, ჩვენთან მოდის ნებისმიერი სიმძიმის პაციენტი. 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილება და კლინიკაში მუდმივად არის ბავშვთა ნევროლოგის, ნეიროქირურგის, ტრავმატოლოგის საჭიროებისამებრ ჩართულობის შესაძლებლობა. ჩვენთან საკმაოდ ხშირად მოჰყავთ საგზაო შემთხვევების და სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვები. გვყავდა რამდენიმე ბავშვი, რომლებიც მეორე და მესამე სართულიდან გადმოვარდნენ და საბედნიეროდ ყველა ამ პაციენტის მკურნალობა წარმატებით დასრულდა.

 

 

ამასთან, ფუნქციონირებს მოზრდილთა და ბავშვთა ხერხელმის ცენტრი, რომელიც ერთადერთი ცენტრია საქართველოში, სადაც ხორციელდება როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა ხერხემლის ყველა სირთულის დეფორმაციისა და პათოლოგიის როგორც ოპერაციული, ასევე კონსერვატიული მკურნალობა თანამედროვე მეთოდებითა და ტექნოლოგიებით.

 

 

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია კვლევების და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება. უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს ბავშვთა კარდიოქირურგიული სერვისი.

 

 

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი საკმაოდ მჭიდროდ თანაშრომლობს უცხოეთის წამყვან კლინიკებთან. ყველა მძიმე პაციენტის ქეისს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, ვაგზავნით ამერიკაში ჩვენს კოლეგებთან და ვიღებთ მათგან რეკომენდაციებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის ტაქტიკის შესახებ.

 

 

რითია ცენტრი გამორჩეული? რატომ უნდა მიმართონ მშობლებმა ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს?

 

 

სულ რაღაც ორი წელია რაც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. ცენტრი შეიქმნა ევროპული სტანდარტების დაცვით და აღიჭურვა საუკეთესო, უახლესი სამედიცინო აპარატურით. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს მეტი სიზუსტით შესრულდეს სადიაგნოსტიკო პროცედურები. ამასთან, ცენტრი დაკომპლეტებულია მაღალკვალიფიციური მედპერსონალით, რომელიც ჩვენი პატარების ჯანმრთელობის სამსახურში უდიდესი გულისხმიერებით გამოირჩევა. მოგეხსენებათ, პედიატრიული სამსახურისთვის პაციენტის მშობლებთან უერთიერთობა უმნიშვნელოვანესია.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up