ნიუ ჰოსპიტალმა რქოვანას გადანერგვის ორი უნიკალური ოპერაცია ჩაატარა

ნიუ ჰოსპიტალმა რქოვანას გადანერგვის ორი უნიკალური ოპერაცია ჩაატარა

access_time2021-06-23 10:50:54

„ნიუ ჰოსპიტალის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში წამყვანმა ოფთალმოლოგმა და ოფთალმოქირურგმა, თამარ ცირეკიძემ რქოვანას გადანერგვის ორი უნიკალური ოპერაცია ჩაატარა. როგორც „კომერსანტს“ თამარ ცირეკიძემ უთხრა, აღნიშნული ოპერაციები უახლესი ტექნოლოგიით – ფემტო ლაზერით კეთდება, ერთი ოპერაციის შემთხვევაში ხდება რქოვანას სრული, ხოლო მეორე ოპერაციის შემთხვევაში რქოვანას შრეობრივი გადანერგვა. მისვე თქმით, ორივე ოპერაციის ძირითადი მიზანი თვალის კაკლის და მხედველობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა.  


რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ფემტო ლაზერით საქართველოში პირველად ჩატარდა და ოფთალმოლოგიაში ყველაზე რთული და დახვეწილი ოპერაციაა. ორივე ოპერაციის ძირითადი მიზანია როგორც თვალის კაკლის შენარჩუნება, ისე მხედველობის მაქსიმალური ხარისხის მიღწევა. ორივე პაციენტმა კლინიკას კერატოკონუსის ჩივილებით მიმართა. ორივე მათგანი 15 წლის იყო.


„ორივე ოპერაცია ფემტო ლაზერით კეთდება, ერთის შემთხვევაში ხდება რქოვანას სრული სისქის გადანერგვა და გამჭოლი კერატოპლასტიკა ეწოდება, ხოლო მეორე ოპერაციის შემთხვევაში ხდება რქოვანას რამდენიმე შრის გადანერგვა და არა გამჭოლი კერატოპლასტიკა ეწოდება. ეს ძალიან დახვეწილი და რთული ოპერაციაა - რქოვანას გადანერგვა ხდება შრეობრივად და ისიც ლაზერით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს იმის რისკს, რომ პაციენტის ორგანიზმმა არ მიიღოს დონორის რქოვანა, რაც პაციენტისთვის დიდი გამართლებაა.“ -  აღნიშნა თამარ ცირეკიძემ.


მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტებში თვალი არა გამჭოლი კერატოპლასტიკის საშუალებას აღარ იძლევა და გამჭოლი გადანერგვის საჭიროების წინაშე ვდგებით. აღნიშნული ოპერაცია ლაზერით საქართველოში აქამდე რამდენიმეჯერ არის ჩატარებული.



გამომდინარე იქიდან რომ ოპერაციები ტარდება ლაზერით და არა მანუალურად - მოძველებული მეთოდით, ოპერაცია სრულდება ნაკერების ნაკლები რაოდენობით, რაც პოსტოპერაციულად დაბალ ასტიგმატიზმს იწვევს და ამის გამო პაციენტი იღებს მხედველობის მაღალ ხარისხს.


რაც შეეხება ლაზერს, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრში კომპანია „ცაისის“ წარმოების ფემტო ლაზერი გამოიყენება, რომლიც მსოფლიო ლიდერია მაღალტექნოლოგიური ოფთალმოლოგიური აღჭურვილობის წარმოებაში. როგორც ცირეკიძე აღნიშნავს ოფთალმოლოგიაში ეს ახალი სიტყვაა.


„ლაზერის გარეშე ეს ოპერაციები შესაძლებელია გაკეთდეს მხოლოდ მანუალური მეთოდით, რაც პოსტოპერაციული პერიოდის შემდეგ მაღალი მხედველობით არ ხასიათდება. ლაზერით ამ ოპერაციების ჩატარება, საკმაოდ დიდი მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯია ოფთალმოლოგიაში.“ - აღნიშნა თამარ ცირეკიძემ.


ექიმის თქმით, წინასწარი შეთანხმებით, უმაღლესი ხარისხის რქოვანა საქართველოში აშშ–დან შემოდის.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up