„ნიუ ჰოსპიტალსმა“ კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის თანამედროვე ასპექტებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა

„ნიუ ჰოსპიტალსმა“ კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის თანამედროვე ასპექტებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა

access_time2022-11-30 19:50:52

29 ნოემბერს „რედისონ ბლუ ივერიაში“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, რომელიც კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის თანამედროვე ასპექტებს მიეძღვნა.

 

ღონისძიება კლინიკის კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა რამაზ ბათავანმა გახსნა. მისი თქმით, კონფერენციაზე ის ახალი რეკომენდაციები და მეთოდები განიხილეს, რაც ბოლო წლებში თანამედროვე მედიცინაში დაინერგა, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობისა და კორონალური არტერიული დაავადებების კუთხით.

 

„გადავწყვიტეთ, რომ კონფერენცია მოგვეწყო და ჩვენი კოლეგებისთვის ქირურგიისა და არითმოლოგიის მიმართულებით ის თანამედროვე მიდგომები გაგვეზიარებინა, რომელიც მსოფლიოში ინერგება. გვინდა, რომ ეს ინფორმაცია ჩვენს კოლეგებამდე მივიდეს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენი პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება“, განაცხადა რამაზ ბათავანმა „კომერსანტთან“ საუბრისას.

 

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიის, კარდიოქირურგიისა და არითმოლოგიის წამყვანი სპეციალისტები: ზვიად მათოშვილიბესიკ გოგორიშვილი, თამარ ჯანაშია, ლაშა მოსიაშვილი, თამარ ნარმანია და ზაზა კაციტაძე. მომხსენებლებმა გულის პათოლოგიების დიაგნოსტირების და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობებზე ისაუბრეს და კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის თანამედროვე ასპექტები განიხილეს.

 



„ნიუ ჰოსპიტალსის“ არითმიების ცენტრის ხელმძღვანელის ზვიად მათოშვილის  მოხსენება არითმიოლოგიიის მიმართულებას ეძღვნებოდა. მისი თქმით, „ნიუ ჰოსპიტალში“ არითმიების მართვის თანამედროვე ცენტრი არსებობს, რომელიც სრულყოფილი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი.

 


„ძალიან ბევრ პროცედურას ვაკეთებთ, მათ შორის აბლაციას და გულში გარკვეული მოწყობილობების იმპლანტაციას. მოხსენების თემა 2 მიმართულებას ეხებოდა. ერთი იყო უეცარი კარდიული სიკვდილი, რომელზეც მთელი კარდიოლოგიური გარდაცვალების ნახევარი მოდის, მეორე - გულთა ფიბრილაციის მართვა, რომელსაც ხალხი მოციმციმე არითმიას ეძახის“, გვითხრა ზვიად მათოშვილმა.

 

ზვიად მათოშვილის თქმით, აშშ-ში პაციენტის უეცარი კარდიული სიკვდილით ყოველწლიურად 350 000 გარდაცვალება ფიქსირდება, ქართულ სტატისტიკაზე თუ გადმოვიტანთ ეს დღეში 12 უეცარ სიკვდილს ნიშნავს.

 

„ამ შედეგებიდან თავის არიდება მხოლოდ სწორი დიაგნოსტიკით და შესაბამისი მოწყობილობების გულში იმპლანტაციითაა შესაძლებელი. რაც შეეხება წინა გულთა ფიბრილაციის მართვას, ის ერთ-ერთი სახიფათო არითმიაა იმ თვალსაზრისით, რომ მოციმციმე არითმია ინსულტების განვითარების ერთ-ერთი მიზეზია და ყოველი მესამე-მეოთხე ინსულტი, რაც მსოფლიოში ხდება, სწორედ მოციმციმე არითმიის „დამსახურება“ და შედეგია. ამ დაავადებისგან სიკვდილიანობის შემცირება მხოლოდ დროული აბლაციით ანუ არითმიის კერების მოწვით ან მოყინვით შეიძლება, რაც პაციენტების დიდ ნაწილს საშუალებას აძლევს, რომ ცხოვრება ჯანმრთელი რიტმით გააგრძელონ“, განაცხადა ზვიად მათოშვილმა.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოქირურგიის სამსახურის უფროსის ზაზა კაციტაძის მოხსენება რამდენიმე ასპექტს მოიცავდა. ესენია: როგორ ხდება პაციენტის ოპერაციისთვის მომზადება, ოპერაციაზე წაყვანა, ოპერაციის შემდგომი მკურნალობა, რეაბილიტაცია და პრევენცია. 

 

ზაზა კაციტაძემ ასევე ისაუბრა მომუშავე გულზე ოპერაციის - შუნტირების შესახებ, რომელიც პაციენტს ბევრ გართულებას აცილებს თავიდან.

 

„შუნტირებაზე საქართველოში არსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების 70%-ი მოდის. მომუშავე გულზე ოპერაციების ჩატარების საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. ამ შემთხვევაში პაციენტის გართულება ნულამდეა დაყვანილი, მესამე დღეს ფეხზე დადის, მეექვსე-მეშვიდე დღეს - სახლში მიდის“, გვითხრა ზაზა კაციტაძემ.

 

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც პაციენტებს, 2011 წლიდან, უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს. კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას უზრუნველყოფს.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up