„ნიუ ჰოსპიტალსში” ჩატარებული პროცედურის შედეგად, იშემიური ინსულტის მქონე პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

„ნიუ ჰოსპიტალსში” ჩატარებული პროცედურის შედეგად, იშემიური ინსულტის მქონე პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

access_time2021-06-29 16:13:37

„ნიუ ჰოსპიტალსში“  წარმატებით ჩატარდა თავის ტვინის სისხლძარღვში განვითარებული თრომბის ექსტრაქციის (გამოღების) პროცედურა, რის შედეგად 75 წლის პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. პაციენტს მეტყველების დარღვევა და მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი (ზემო და ქვემო კიდურების მოძრაობის შეზღუდვა) კლინიკაში შემოსვლამდე ერთი საათით ადრე განუვითარდა. ზემოხსენებული სიმპტომები ინსულტის ნიშნებს წარმოადგენს.


მიმღებ განყოფილებაში შემოყვანისთანავე პაციენტს ჩაუტარდა კვლევები და დაუდგინდა კომბინირებული მარცხენა შიგნითა საძილე არტერიისა და მარცხენა შუა არტერიის მწვავე თრომბოზი; აგრეთვე, მარცხენა შიგნითა საძილე არტერიის შევიწროება. პაციენტთან დროულად (სიმპტომების განვითარებიდან 5 საათში) შესრულდა  ტექნიკურად რთული თრომბექტომია ჯერ შიგნითა საძილე არტერიიდან, შემდგომ ტვინის შუა არტერიიდან. ასევე, შესრულდა შიგნითა საძილე არტერიის სტენოზის ბალონოპლასტიკა. მაღალტექნოლოგიური ჩარევის შედეგად პაციენტს სრულად აღუდგა მეტყველება და მოძრაობა კიდურებში. კლინიკის ნევროლოგიური განყოფილებაში გატარებული სულ რამდენიმე დღის შემდეგ, პაციენტი გაეწერა ბინაზე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებული, ნევროლოგიური დეფიციტის და უნარშეზღუდვების გარეშე. კლინიკის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ნეიროქირურგ ცოტნე ჩხიკვიშვილს, ნევროლოგების გუნდს თემურ მარღანიას, ხათუნა სიჭინავას, თეკა მაისურაძეს და პაციენტის მართვაში ჩართულ ყველა თანამშრომელს რთული შემთხვევის წარმატებით მართვისთვის. ზემოხსენებული წარმატება განაპირობა არა მხოლოდ კლინიკის ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული განყოფილებების პროფესიონალიზმმა, არამედ „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმღები, რადიოლოგიური და ანესთეზიოლოგიური განყოფილებების, კათეტერიზაციის ლაბორატორიის და საექთნო პერსონალის სწრაფმა რეაგირებამ და შეთანხმებულმა მუშაობამ.


ინსულტი ვერაგი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მაღალი სიკვდილობითა და გართულებებით, როგორიცაა მოძრაობის მუდმივი შეზღუდვა და კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება. იშემიური ინსულტის მიზეზი თავის ტვინის სისხლძარღვში განვითარებული თრომბია. მედიკამენტოზური მკურნალობის ერთადერთ მეთოდად, რომელიც აუმჯობესებს იშემიური ინსულტის მქონე პაციენტის გამოსავალს მიჩნეულია თრომბის დაშლა - თრომბოლიზისი სპეციალური მედიკამენტების მეშვეობით. ასევე, თრომბის სპეციალური კათეტერებისა და ხელსაწყოების დახმარებით სპეციალური განათლების მქონე ნეიროქირურგის მიერ მექანიკურად გამოღება - ექსტრაქცია ან ამოკვეთა - თრომბექტომია.



საქართველოში ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად წლიურად მოსალოდნელია ინსულტის 6100 შემთხვევა და აქედან იშემიური ინსულტის - 3330 შემთხვევა. პაციენტის გადარჩენაში საკვანძოა დროული მიმართვა ინსულტის ცენტრის მქონე დაწესებულებაში. ამისათვის საჭიროა ინსულტის სამი ნიშნის დროული ამოცნობა, სასწრაფოს ბრიგადის დაუყოვნებლივ გამოძახება და პაციენტის მიზნობრივად იმ კლინიკებში გადაყვანა სადაც ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე უნარშეზღუდულობის ან სიკვდილის რისკს.


„ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება, რომელიც პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზეა შექმნილი, დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით და აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით. 2017 წლიდან კლინიკაში ფუნქციონირებს სპეციალიზირებული ინსულტის ცენტრი, რომლის გუნდიც 24 საათის განმავლობაში მზად არის ინსულტის თანამედროვე სტანდარტით მკურნალობისთვის. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური მომსახურების სფეროები მოიცავს მოძრაობის დარღვევების, ეპილეფსიის, ნეირო-ინფექციური, ნეირო-კუნთოვანი და ცერებროვასკულური დაავადებების მკურნალობას. ასევე, ნეირო-რეაბილიტაციის პროცედურებს, ავტონომიურ, ქცევით, ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგიას.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up