„ნიუ ჰოსპიტალსში“ უმაღლესი ხარისხის გამოსახულება, მინიმალური გამოსხივება და პაციენტის კომფორტზე მორგებული დიზაინი აქვთ

„ნიუ ჰოსპიტალსში“ უმაღლესი ხარისხის გამოსახულება, მინიმალური გამოსხივება და პაციენტის კომფორტზე მორგებული დიზაინი აქვთ

access_time2022-04-29 16:45:54

უმაღლესი ხარისხის გამოსახულება, მინიმალური გამოსხივება და პაციენტის კომფორტზე მორგებული დიზაინი - „ნიუ ჰოსპიტალსში“ სიახლე აქვთ. კლინიკაში მისულ პაციენტებს უახლესი თაობის, სრულად ციფრული რენტგენოგრაფი დახვდებათ. რა უპირატესობები აქვს ახალ აპარატს, რა დიაგნოზების დასასმელად გამოიყენება და რატომ არის მოსახერხებელი მისი გამოყენება? ამ და სხვა კითხვებზე „კომერსანტთან“ სხივური და რადიოდიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სოფიო ჭედია საუბრობს:



გთხოვთ, მოგვიყვეთ ამ აპარატის შესახებ?  რა აქვს განსაკუთრებული და რით არის გამორჩეული სხვა მოწყობილობისგან?

ეს გახლავთ უახლესი და სრულად ციფრული იაპონური რენტგენის აპარატი - „Shimadzu  Sonialvision G4“. ის წინა თაობების აპარატებთან შედარებით ბევრი სიახლით და უპირატესობით გამოირჩევა, კერძოდ:



წინა თაობის აპარატებისგან განსხვავებით, ამ მოდელში მინიმუმამდეა დაყვანილი რადიაციული გამოსხივების დონე. აპარატი იძლევა ისეთი მაღალი ხარისხის გამოსახულებას, რომ წინა თაობის რენტგენებისთვის შეუმჩნეველი დეტალები უპრობლემოდ ვიზუალიზდება და ვლინდება. 

ასევე, აპარატით შესაძლებელია ერთ ფირზე სხეულის ბევრად დიდი არეალის მოცვა, ვიდრე წინა თაობის აპარატების შემთხვევაში, რაც პაციენტს იცავს ზედმეტი დასხივებისგან.



რას ნიშნავს ციფრული რენტგენოგრაფი?


ანალოგური, ანუ ძველი თაობის რენტგენისგან განსხვავებით, ციფრულ რენტგენს აქვს საშუალება, რომ სურათი გადაიღოს 1024x1024 გაფართოებით და 12 ბიტში. ეს გვაძლევს ძალიან მაღალი ხარისხის რენტგენოგრაფიულ გამოსახულებას. ასევე, Shimadzu-ს ციფრული ტექნოლოგია თავიდან აგვაცილებს ზედმეტ რადიაციას და უზრუნველყოფს მაღალკონტრასტულ გამოსახულებას.



გადაღებული გამოსახულებები ადვილად მუშავდება 3D რეჟიმში და ავტომატურად ინახება ე.წ.  PACS სისტემაში, რაც დიდი კომფორტია ექიმებისთვის და კვლევის სურათების ხანგრძლივი დროით არქივირების საშუალებას იძლევა.




რა არის აპარატის მთავარი უპირატესობა?



აპარატს აქვს ე. წ. SLOT-პროგრამა, რაც გულისხმობს ერთი სხივით 140 სმ-ის სიგრძის ვიზუალის გადაღებას, კიდურების სიგრძის ერთმანეთთან შედარება, ხერხემლის გადაღება სკოლიოზების დროს და სხვა.



ასევე, აპარატს გააჩნია ტომოსინთეზის ფუნქცია - ეს არის ნებისმიერი გადასაღები სისტემის შრეობრივი რენგენოგრაფია, რაც იძლევა საშუალებას უფრო ზუსტად და დეტალურად გამოვიკვლიოთ საეჭვო უბანი. რიგ რთულ შემთხვევებში, დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო აღარ ხდება დამატებით კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება.



რა დიაგნოზების დასასმელად გამოიყენება აპარატი?  


ჩვენი აპარატით შესაძლებელია როგორც რენგენოსკოპული, ასევე რენტგენოგრაფული გამოკვლევების სრული სპექტრი. რენტგენოსკოპული კვლევებია: გულმკერდის რენტგენოსკოპია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოსკოპია, რომელიც მოიცავს საყლაპავის, კუჭის, 12-გოჯა, წვრილი და მსხვილი ნაწლავის კონტრასტულ კინეტიკურ გამოკვლევებს, ასევე ირიგოსკოპიას. უროლოგიური რენტგენოსკოპია, რომელიც მოიცავს ექსკრეტორულ უროგრაფიას, ცისტოსკოპიას, მიქციურ ცისტოსკოპიას, ურეთეროცისტოსკოპია. ფისტულოგრაფია და ქოლანგიოსკოპია.



რენგენოგრაფული კვლევებია (SLOT-პროგრამა): კიდურების სიგრძის განსხვავების გაზომვა, სკოლიოზის სრულყოფილი კვლევა, ბრტყელტერფიანობის განსაზღვრა, ქუსლი ძვლის აქსიალური პროექცია, კვირისტავის რენგენოგრაფია, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რენგენოგრაფია, ფილტვის ტომოსინთეზი, ძვლის ტომოსინთეზი.



რატომ არის მოსახერხებელი მისი გამოყენება?


ახალ ტექნიკას ბევრი უპირატესობა აქვს, გამოვყოფ რამდენიმე მათგანს: 

  • აპარატის დიზაინი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზე, მორგებულია პაციენტის კომფორტზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე; ასევე, აქვს სპეციალური პედიატრიული რეჟიმი ბავშვებისთვის.
  • მულტიკასეტური გადაღების შესაძლებლობა, რომელიც განსაკუთრებით ხელსაყრელია უროლოგიური და აბდომინური კვლევების დროს, რომლებიც ფართო მხედველობის ველს საჭიროებს.
  • აპარატს გააჩნია სხვადასხვა ზომის კასეტები, რომლებიც ჩაიდგმება სამიზნე მოწყობილობის წინა მხარეს. ეს მოწყობილობა ავტომატურად გადაადგილდება და ცალკეულ კადრებს აფიქსირებს. 4-ველიანი კამერა უზრუნველყოფს სწორ ექსპოზიციას და ზუსტ გამოსახულებას.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up