ნიუ-იორკის პრესტიჟული ინსტიტუტები რუს მილიარდერებთან კავშირს წყვეტენ

ნიუ-იორკის პრესტიჟული ინსტიტუტები რუს მილიარდერებთან კავშირს წყვეტენ

access_time2022-03-18 20:00:00

ერთი თვის წინ, ვლადიმერ პოტანინი მსოფლიოს ფინანსურ და ბიზნეს ელიტასთან ერთად ნიუ-იორკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) და მანჰეტენის გუგენჰაიმის მუზეუმის ბორდის წევრი იყო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორივე ბორდიდან დაითხოვეს.


ნიკელის და პალადიუმის მაგნატი, რომელიც იმ რამდენიმე ოლიგარქს შორისაა, რომლებსაც რუსეთში კვლავ აქტიური ბიზნესები აქვთ, დასავლეთის სანქციების სამიზნე არ გამხდარა. პოტანინი, $24.5 მილიარდიანი ქონებით, ცნობილია, როგორც საკამათო „სესხები აქციებისთვის“ პროგრამის ავტორი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბუნებრივი რესურსების კომპანიების პრივატიზება გამოიწვია.


ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, აშშ-ის ხელოვნების, არაკომერციულ და განათლების სფეროების კულტურული ინსტიტუტები მზად იყვნენ თვალი დაეხუჭათ რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერების ქონების დაგროვების ხერხებზე. პოტანინის შემთხვევაში, ის საჯაროდ ვლადიმირ პუტინთან ერთად წლების წინ გამოჩნდა, მათ შორის სოჭის საგამოფენო ჰოკეის თამაშზე.


61 წლის პოტანინი ახლა გამოირჩევა, როგორც მაგალითი იმისა, რამდენად სწრაფად იცლიან პოზიციებს სოციალური კაპიტალის დასავლური ბასტიონები პუტინზე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ელიტას მრავალი საშუალება აქვს ფორმა შეუცვალოს დაგროვილ ქონებას, ამ ინსტიტუტებში მათი ადგილის აღდგენა, სავარაუდოდ, უფრო რთული ამოცანა გახდება.


პოტანინი, პეტრ ავენთან და მიხაილ ფრიდმანთან ერთად, რუსეთთან დაკავშირებულ იმ მილიარდერებს შორისაა, რომლებმაც, Anti-Corruption Data Collective-ის მიხედვით, აშშ-ს ასობით არაკომერციულ ინსტიტუტს $300 მილიონზე მეტი გადასცეს. მონაცემების მიხედვით, სულ მცირე $100 მილიონი ნიუ-იორკში 100-ზე მეტ ორგანიზაციას გადაეცა.



CFR-ის სპიკერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პოტანინის მრჩეველთა საბჭოს წევრად დარჩენა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე „მიზანშეწონილი აღარ იქნებოდა“. გუგენჰაიმის მუზეუმმა კი განაცხადა, რომ პოტანინმა საბჭო თავად დატოვა.


პოტანინს ფართო ბიზნეს ინტერესები აქვს, რომლებიც რუსულ ფარმაცევტულ ფირმას, სათხილამურო კურორტს, სპილენძის პროექტს და მინიმუმ ორ სუპერიახტას მოიცავს.


ქონების დაგროვების შემდეგ, მან საკუთარი თავის, როგორც ქველმოქმედის ხელახლა გამოგონება დაიწყო. ის გახდა პირველი რუსი, რომელიც 2013 წელს ბილ გეიტსის და უორენ ბაფეტის Giving Pledge-ს შეუერთდა. პოტანინი ასევე ხელმძღვანელობს „ერმიტაჟის“ განვითარების ფონდს.


ფონდის ვებსაიტზე პოტანინი ამბობს, რომ სურს, ფილანთროპია უფრო სისტემური და უფრო საქმიანი იყოს და მას უზარმაზარ, გაუთავებელ სივრცეს უწოდებს, რომელიც არასოდეს შემცირდება.


Bloombergbusinessformula.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up