მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად სტაბილურად 4000-ის ფარგლებშია, მდგომარეობა საკმაოდ დასტაბილურდა, - ამის შესახებ „ნიუვიჟენ ჰოსპიტლის“ დირექტორმა მირზა ხინიკაძემ, პრემიერ-მინისტრთან კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა ხინიკაძის თქმით, კლინიკებში უკვე გამოინახა მეტი საწოლფონდი და აღიჭურვა დამატებით მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
„საკმაოდ ინფორმატიული და პროდუქტიული შეხვედრა იყო. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად სტაბილურად 4000-ის ფარგლებშია, მდგომარეობა საკმაოდ დასტაბილურდა. კლინიკებში უკვე გამოინახა მეტი საწოლფონდი, კლინიკები აღიჭურვა დამატებით მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის როლი და სამედიცინო პერსონალი მადლიერების და პატივისცემის ღირსია. ხალხიც დაიმედებულია მეტ-ნაკლებად და იმედია, რომ ამ პიკს გადავიტანთ და ჩვეულებრივ რეჟიმს დავუბრუნდებით“, - განაცხადა მირზა ხინიკაძემ.