ნივთის ონლაინ გამოწერის განბაჟების ზღვარი შესაძლოა 700 ლარამდე გაიზარდოს

ნივთის ონლაინ გამოწერის განბაჟების ზღვარი შესაძლოა 700 ლარამდე გაიზარდოს

access_time2022-03-12 16:30:13

ნივთის ონლაინ გამოწერის განბაჟების ზღვარი შესაძლოა 700 ლარამდე გაიზარდოს. აღნიშნულს გულისხმობს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დეპუტატებმა ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა დააინიცირეს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს იმ პირების ხელშეწყობა, რომლებიც საზღვარგარეთიდან საფოსტო გზავნილის მეშვეობით იღებენ ამანათებს, აღნიშნული გულისხმობს, ონლაინ ვაჭრობის შედეგად შეძენილ ამანათებს.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ონლაინ ვაჭრობის გზით შეძენილ 300 ლარზე მეტი ღირებულების გზავნილების განბაჟება სავალდებულოა, განბაჟების ღირებულება კი ამანათის ღირებულების 18%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ 300 ლარიანი ლიმიტი დადგინდა 2009 წელს და მას შემდგომ მოსახლეობის არაერთი პეტიციის, ლარის კურსის გაუფასურების და 13 წლის გასვლის მიუხედავად, 300 ლარიანი ლიმიტი არ შეცვლილა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ 2009 წლამდე ლიმიტი წარმოადგენდა 1 500 ლარს. სწორედ ამიტომ შეიქმნა 2015 წლის მარტში სპეციალური პეტიცია პარლამენტის, მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს მისამართით. პეტიციაზე ხელმომწერმა 7 000 მოქალაქემ არსებული 300-ლარიანი ზღვრის 1 500 ლარამდე აწევა მოითხოვა. ასევე 2018 წელს მუშავდებოდა პეტიცია, რომელსაც 15 00 ხელმომწერი ჰყავდა და რომლითაც მოქალაქეები ითხოვდნენ 300 ლარიანი ლიმიტის 600 ლარამდე გაზრდას.

ასევე, აღსანიშნავია რომ მოსახლეობას ხშირად უწევს 300 ლარიანი ლიმიტის გამო, იმგვარი ნივთების შეძენაზე უარის თქმა, რომელიც ქართულ ბაზარზე საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი, უცხოეთიდან ონლაინ ვაჭრობისას მათ უწევთ, როგორც ნივთის წონის ფასის გადახდა, ასევე 300 ლარი და მეტი ღირებულების ნივთის შეძენისას დამატებით მათ ეკისრებათ 18%-იანი საგადასახადო ვალდებულება, რაც ბევრად აძვირებს შეძენილი ნივთის ფასს,“-ნათქვამია განმარტებით ბარათში.


კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილება ითვალისწინებს, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში, ნაცვლად 300 ლარიანი ლიმიტისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისგან 700 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილის გათავისუფლებას.

მათივე შეფასებით, ლიმიტის გაზრდის აუცილებლობა გამოწვეულია ლარის კურსის დევალვაციით უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და ქვეყნის გარეთ ონლაინ ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების მიზანშეწონილობით.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up