No Time To Die-ის შემოსავალმა პირველ დღეს $7 მილიონი შეადგინა

No Time To Die-ის შემოსავალმა პირველ დღეს $7 მილიონი შეადგინა

access_time2021-10-06 21:30:00

Universal-ის ინფორმაციით, ჯეიმს ბონდის რიგით 25-ე ფილმის ოფიციალური პრემიერიდან რამდენიმე დღეში ფილმის შემოსავალმა სოლიდურ თანხას მიაღწია. No Time To Die-ის მოგებამ პირველივე დღეს $7 მილიონი შეადგინა. EON Production-ისა და Metro Goldwyn Mayer-ის დამსახურებით, No Time to Die-ის პრემიერა 29 სექტემბერს სამხრეთ კორეაში, 30 სექტემბერს კი გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიაში, გერმანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში შედგა.



დენიელ კრეიგის მიერ ჯეიმს ბონდის როლის მეხუთე და ბოლო შესრულებით, ფილმის ჩვენებიდან მიღებულმა შემოსავალმა ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში პირველ დღეს $6,2 მილიონი და $6,8 მილიონი შეადგინა. No Time to Die-ის მიერ გამომუშავებული თანხა ამ მაჩვენებლით Spectre-ს 13%-ით ასწრებს, თუმცა 26%-ით ჩამორჩება ჯეიმს ბონდის კიდევ ერთ სერიას – Skyfall-ს. აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენება გაერთიანებული სამეფოსთვის უპრეცედენტო რაოდენობის, 772 კინოთეატრში შედგება.



კორეაში, მხოლოდ „კულტურის დღის“ გახსნაზე, ფილმმა 2,167 ეკრანზე $665,000-ის გამომუშავება შეძლო, ხუთშაბათს კი დამატებით $590,000-ის შემოსავალი მიიღო. ჯეიმს ბონდის ახალმა, 163-წუთიანმა ფილმმა მექსიკაში $300,000-იანი მოგება ნახა, რაც ბაზრის 64%-ს უდრის და შვიდჯერ აღემატება შემოსავლებით რეიტინგის მეორე ადგილზე მყოფ ფილმს. მნიშვნელოვანია, რომ შაბათ-კვირას $90 მილიონიდან $115 მილიონამდე შემოსავლის მიღებაა ნავარაუდები, როცა ფილმი საფრანგეთის, რუსეთისა და ჩრდ. ამერიკის ბაზარზე გამოჩნდება. რაც შეეხება ჩინეთს, აქ მაყურებელს 29 ოქტომბრამდე, ხოლო ავსტრალიაში 11 ნოემბრამდე მოუწევს მოცდა.




Metro Goldwyn Mayer-ისა და მისი პარტნიორების ძალისხმევით, სამშაბათს ჯეიმს ბონდის ახალი ნაწილის No Time to Die-ის შთამბეჭდავი პრემიერა შედგა. ფილმს კარგი გამოხმაურება მოჰყვა და მაყურებელთა 84% ამ როლში დენიელ კრეიგის ბოლო ნამუშევარს დადებითად აფასებს. თუ No Time to Die გამოიმუშავებს იმ თანხის 85%-ს, რაც სხვა შემთხვევაში საშინაო გაყიდვებიდან უნდა მიეღო, მაშინ ამ მდგომარეობით $190 მილიონის ფარგლებში მიღებული თანხა ფილმისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჩვენების ხარჯის ზრდასთან ერთად, ჯეიმს ბონდის ბოლო სერიას $900-მილიონიანი შემოსავალი სჭირდება ფილმზე დახარჯული თანხის ამოსაღებად, რაც No Time to Die-ს ბონდის სხვა სერიებთან შედარებით მნიშვნელოვნად ძვირად ღირებულს ხდის.



რაც შეეხება ფილმის წინამორბედებს, ჯეიმს ბონდის მიერ მიღებული საერთაშორისო შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება: Casino Royale – $616 მილიონი, Quantum of Solace – $585 მილიონი, Spectre – $881 მილიონი და Skyfall-ი – $1,11 მილიარდი. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიისას სხვა არანაკლებ პოპულარული ფილმების პრემიერებიც შედგა. მათ შორის იყო Fast and Furious-ის ახალი ნაწილი F9, რომლის საერთაშორისო შემოსავალმა $714 მილიონი შეადგინა, ხოლო Shang-Chi-იმ საშინაო შემოსავლებით, რეკორდულად მაღალ ნიშნულს – $200 მილიონს მიაღწია.



forbes.ge

თეგები:
No Time To Die



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up