იაპონელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი ქენძაბურო ოე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მწერალი ბუნებრივი სიკვდილით, ხანდაზმული ასაკის გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ Reuters-ი გამომცემლობა Kodansha-ზე დაყრდნობით იუწყება.
„ის წერდა ჰიროსიმას ატომური დაბომბვის საშინელ ისტორიებზე და აღნიშნავდა, რომ ამ ისტორიებისგან მოგვრილმა შოკმა უბიძგა, რომ მწერალი გამხდარიყო“, - ნათქვამია გამომცემლობის განცხადებაში.