გასული წლის ნობელის პრემიის მფლობელმა, „ახალი გაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა დიმიტრი მურატოვმა ნობელის მედალი აუქციონზე გაყიდა.
უცხოური მედიის ცნობით, აუქციონზე გატანილი მედალი 103.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
მურატოვის გადაწყვეტილებით, თანხა „იუნისეფის“ საერთაშორისო ფონდს ჩაერიცხება, რომლის საშუალებითაც, რუსეთის აგრესიის შედეგად ლტოლვილად ქცეულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს დაეხმარებიან.
1tv.ge