თუ საბაზრო ეკონომიკა გვინდა მთავრობის როლი უნდა იყოს მინიმალიზებული, თუ არ გვინდა ესეც უნდა ვთქვათ - ნოდარ სირბილაძე

თუ საბაზრო ეკონომიკა გვინდა მთავრობის როლი უნდა იყოს მინიმალიზებული, თუ არ გვინდა ესეც უნდა ვთქვათ - ნოდარ სირბილაძე

access_time2023-02-21 16:00:28

არ შეიძლება განვითარებული ქვეყნის რეგულირება მოვარგოთ განვითარებად ქვეყანას, - ასე აფასებს ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკას „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დამფუძნებელი ნოდარ სირბილაძე. როგორც ეკონომისტი აცხადებს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ასეთი ტიპის ინტერვენციები დაუშვებელია.


„ზოგადად საბაზრო ეკონომიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, იქ დაუშვებელია ასეთი ტიპის ინტერვენციები მთავრობის მხრიდან. განცხადებები რაც იყო, რომ თურმე რამხელა ფასნამატით ყიდის ბიზნესი ამა თუ იმ პროდუქციას, ეს ცოტა არ იყოს პოპულისტურად ჟღერს. გასაგებია რომ ფასნამატი არის მაღალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოგებაც არის 70 ან 80%-ი. ამ ფასნამატში შედის მთელი რიგი ხარჯები, რაც ბიზნეს გააჩნია და სწორედ ამიტომ ვერ ვიღებთ დახლებზე არსებულ პროდუქციაზე დაბალ ფასებს.



ბიზნესი მუშაობს მოგებაზე ცხადია და ყველა ბიზნესი ასე უნდა მუშაობდეს, უბრალოდ ეს მოგების მაჩვენებელი არის დაბალი.



საბაზრო ეკონომიკაში არ შეიძლება მთავრობა ერეოდეს ასეთი ინტერვენციებით, ეს არის ძალიან საშიში რამ. რადგან საბაზრო ეკონომიკაში წონასწორობა მიიღწევა თავისუფლად, ერთის მხრივ მომხმარებლების, მეორეს მხრივ მიმწოდებლების ურთიერთქმედების შედეგად და ჩვენი ინტერვენცია რასაც ვახდენთ, ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს გარკვეულ პროდუქციაზე დეფიციტს და უხარისხო პროდუქციის შემოტანას. გასაგებია, რომ არის ფასნამატები მაღალი, მაგრამ აქ არის რთული ქსელი. რას ნიშნავს რთული ქსელი? ეს ნიშნავს იმას, რომ იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც შემოდის, ამაში იმპორტიორები და დისტრიბუტორები იხდიან თანხას და შემდეგ აწვდიან მარკეტებს. მარკეტებს თავისი მოთხოვნა აქვს, მათაც ხომ უნდა დარჩეს მოგება? საბოლოო ჯამში ხარჯები არის მაღალი. ქსელი რომ შეკრას, მაგალითად თურქეთიდან ჩამოტანილი პროდუქცია რომ დახლზე დაგვხვდეს და ვიყიდოთ, არის საკმაოდ რთული პროცესი, კომპლექსური და ხასიათდება დიდი ხარჯვითი ნაწილით. ის რომ ჩვენ ჩავერიოთ და ყველაფერი დავარეგულიროთ არ მიმაჩნია სწორად. მგონია, რომ ამას პირიქით, უკუშედეგები მოჰყვება“, - აცხადებს ნოდარ სირბილაძე.




„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი“ ამბობს, რომ საბაზრო ეკონომიკაში ჩარევა ყოველთვის უკუშედეგებს იღებს.



„გასაგებია, არგუმენტები, რომ თითქოს ევროდიექტივებს გადმოვიღებთ, მაგრამ ევროკავშირი სხვა სტრუქტურით და სხვა მიმართულებითაა, იქ სხვა ეკონომიკური კონდიციებია. ჩვენ განვითარებადი ეკონომიკა ვართ და ჩვენთან სხვა კონდიციებია ეკონომიკური და არ შეიძლება განვითარებული ქვეყნის ასეთი ტიპის რეგულირება მოვარგოთ განვითარებად ქვეყანას. ცოტა საშიში განაცხადია იმ კუთხით, რომ ჯერ იყო მედიკამენტებზე ახლა არის საწვავზე და სურსათზე. საბოლოო ჯამში ეს უარყოფითი სიგნალი შეიძლება იყოს პოტენციური ინვესტორებისთვის ვინც უყურებენ, რომ მთავრობის როლი ეკონომიკაში იზრდება.


როდესაც ეკონომიკაში მთავრობის როლი იზრდება, ეს აღარ არის საბაზრო ეკონომიკა, ეს არის უკვე შერეული ეკონომიკა. საბაზრო ეკონომიკის კურსი თუ გაქვს აღებული, მაშინ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ მთავრობის ინტერვენცია ეკონომიკაში. უბრალოდ, ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით საბოლოო ჯამში რა გვინდა. თუ საბაზრო ეკონომიკა გვინდა მთავრობის როლი უნდა იყოს მინიმალიზებული, ერთადერთი როლი არის კერძო სექტორის დაცვა, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული, ბიზნესს თავისუფლად შეეძლოს ოპერირება და იყოს კონკურენტული გარემო. მაგრამ თუ ჩვენ საბაზრო ეკონომიკა არ გვინდა, მაშინ ესეც უნდა ვთქვათ. თუ შერეულ ეკონომიკას ვირჩევთ უნდა ველოდოთ, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი ყოველთვის არასახარბიელო იქნება“, - აცხადებს ნოდარ სირბილაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up