ნოემბერში „ნიუ ჰოსპიტალსის“ პულმონოლოგი პაციენტებს უფასოდ მიიღებს

ნოემბერში „ნიუ ჰოსპიტალსის“ პულმონოლოგი პაციენტებს უფასოდ მიიღებს

access_time2022-11-07 16:10:24

სტატისტიკური მონაცემებით 2019 წელს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მსოფლიოში სიკვდილიანობით მესამე ადგილზე იყო. ამავე წელს ამ დაავადებით 3.23 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა და 212.3 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.


ბოლო წლებში, საქართველოში ამ დაავადების მქონე პაციენტების მატება შეინიშნება. თუ 2005 წელს 100 000 მოსახლეზე ამ დაავადების მქონდე 133 პაციენტი იყო, 2019 წელს ციფრი თითქმის გაორმაგდა და 100 000 მოსახლეზე 226 შემთხვევა გამოვლინდა.


გართულების შემთხვევაში ფილტვის ქრონიკულმა ობსტრუქციულმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს: ხშირი პნევმონიები, სპონტანური პნევმოთორაქსი, ფილტვის კიბო, გულის უკმარისობა, გულის იშემიური ავადმყოფობები, არითმიები, კუნთების განლევა, ოსტეოპოროზი და სხვა.


ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა. ამასთან დაკავშირებით, მთელი თვის განმავლობაში, ორშაბათობით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ პულმონოლოგი მირანდა ჩაგუნავა პაციენტებს უფასოდ მიიღებს.


„კომერსანტი“ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ პულმონოლოგ მირანდა ჩაგუნავას ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და პრევენციის გზებზე ესაუბრა.

 


რას გულისხმობს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება?


მირანდა ჩაგუნავა, პულმონოლოგი: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) სასუნთქი გზების შევიწროებით მიმდინარე დაავადებაა, რომელსაც სასუნთქ გზებზე ან ალვეოლებზე  გარემოდან შესუნთქული მავნე ნაწილაკების და აირების ზემოქმედება იწვევს.


რა სიმპტომები ახასიათებს ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას?


დაავადების სიმპტომები წლების შემდეგ ვითარდება, რის გამოც პაციენტმა შესაძლოა დაავადების არსებობა არც იცოდეს. ფქოდ-ის სიმპტომებია: ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ფიზიკური აქტივობის დროს სუნთქვის გაძნელება; ქრონიკული ხველა, უპირატესად ნახველით, ზოგჯერ შესაძლოა ნახველის გარეშეც; სტვენის მსგავსი, ხმაურიანი სუნთქვა; გულმკერდის არეში შებოჭილობა; სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. დაავადებას აქვს სხვა ნიშნებიც: წონაში კლება, დაღლილობა, სისუსტე და კოჭების შეშუპება.


რა იწვევს ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას?



ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა, რადგან თამბაქო ბრონქების ეპითელიუმს აღიზიანებს და ანთებას იწვევს. ხანგრძლივი ანთებითი პროცესი შეუქცევად ცვლილებებს იწვევს -  სასუნთქი გზების კედლები სქელდება, რადგან ლორწოს გამომყოფი ჯირკვლების და უჯრედების  ზომის და რაოდენობის მატება ხდება, დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფით ბრონქების სანათური იხშობა და მისი დამცველობითი ფუნქცია ითრგუნება, რაც ბაქტერიული ინფექციის განვითარებისთვისაც ხელსაყრელი გარემოა. ყველაზე ცუდი, რაც პაციენტებს აღენიშნებათ, პროგრესირებადი ჰაერის უკმარისობაა. გარდა ამისა, თამბაქოს ბოლით ალვეოლების კედლები ზიანდება. ეს ის სტრუქტურული ერთეულია, სადაც აირთა ცვლა მიმდინარეობს. ამის შედეგად, ფილტვები ელასტიკურობას კარგავს. საბოლოო ჯამში, გამღიზიანებლის მუდმივი ზემოქმედება სასუნთქი გზების რემოდელირებას იწვევს, მცირე ზომის ჰაერგამტარი გზები ნაწიბურდება და ვიწროვდება, რაც აღდგენას არ ექვემდებარება.


აღსანიშნავია, რომ შემთხვევათა 90% სწორედ სიგარეტის მოწევასთანაა კავშირში. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების რისკს მწეველებთან ერთ გარემოში ყოფნაც ზრდის. დაავადების განვითარებასთან კავშირშია ასევე გარკვეული ტიპის მტვერთან და ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი, როგორებიცაა - მარცვლეულის მტვერი, კადმიუმი და ნახშირი.


ამას გარდა, დაავადების მიმართ იშვიათი გენეტიკური წინასწარგანწყობა არსებობს, რომელსაც ალფა-1-ანტიტრიფსინის ცილის დეფიციტი ეწოდება და პაციენტთა დაახლოებით 1%-ში ეს ფქოდ-ის განვითარებას იწვევს.


ვის შეიძლება დაუდგინდეს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება?


ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ძირითადად 35 წელს გადაცილებულ პირებს ემართებათ. თუმცა, შემთხვევათა უმრავლესობის დიაგნოსტიკა 50 წლამდე არ ხდება. დაავადების მქონე პაციენტების უმრავლესობა ექიმთან არ მიდის, რადგან ისინი სიმპტომების არსებობას „მწეველის ხველას“ მიაწერენ.


წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, ამ დაავადებით უფრო მეტად მამაკაცები ავადდებოდნენ. თუმცა, ბოლო პერიოდში  მამაკაცებისა და ქალების რიცხვი თითქმის გათანაბრებულია.


როგორ ხდება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დიაგნოსტირება?


იმისათვის, რომ დროულად დაიწყოს მკურნალობა და დაავადების პროგრესირება შეფერხდეს, ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირება. ექიმის რეკომენდაციით პაციენტებს გულმკერდის რენტგენოგრაფია, სპირომეტრია და სხვა კვლევები უტარდებათ.


•           გულმკერდის რენტგენოგრაფიის მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს აქვს თუ არა პაციენტს ფილტვის სხვა დაავადებები, მაგალითად - ფილტვის კიბო. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფილტვის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის უახლესი თაობის, სრულად ციფრული რენტგენოგრაფიაა ხელმისაწვდომი, რომელსაც ტომოსინთეზის (ნებისმიერი სისტემის შრეობრივი რენტგენოგრაფია) ფუნქცია აქვს, რაც საეჭვო უბნის დეტალურად გამოსახვას გულისხმობს.


•           სპირომეტრია ფქოდ-ის დიაგნოსტირებისთვის ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული. ამ კვლევის დროს ფილტვების ფუნქციონირების შესაფასებლად გარეგანი სუნთქვის შეფასების ტესტი ტარდება და სპირომეტრში ჩასუნთქვისას სხვადასხვა მაჩვენებლით პაციენტის მიერ ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა და სიჩქარე იზომება.


•           ამას გარდა, საჭიროების შემთხვევაში, დაავადების დიაგნოსტირებისას პაციენტს უტარდება გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლისა (შესაძლოა დადგინდეს სიმპტომები გამოწვეულია თუ არა ანემიით) და ნახველის ანალიზები, ექოკარდიოგრამა და ელექტროკარდიოგრამა.


როგორ ხდება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მკურნალობა?


ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მკურნალობა დაავადების პროგრესირების შენელებას გულისხმობს და არა სრულ განკურნებას. მკურნალობის კურსი, უმეტეს შემთხვევაში, მედიკამენტოზურ მკურნალობას გულისხმობს, რაც ბრონქოდილატატორებს, კორტიკოსტეროიდებს, ოქსიგენოთერაპიას, საჭიროებისამებრ, ანტიბიოტიკოთერაპიასაც მოიცავს. იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა ჩატარდეს. დაავადების პროგრესირების შენელებისთვის საუკეთესო გამოსავალი თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაა. ადრეულ სტადიაზე, თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა მნიშვნელოვან შედეგს იძლევა.


შესაძლებელია თუ არა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების პრევენცია?


თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა, დაავადების რისკის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური საშუალებაა. კვლევებით დადგენილია, რომ თუ დამხმარე პრეპარატების პარალელურად, პაციენტი თამბაქოს მოხმარებას წყვეტს ან თამბაქოს გამონაბოლქვთან კონტაქტს ამცირებს, მკურნალობის ეფექტურობა უფრო მაღალია.

 


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up