ნოემბერში, ორივე ჯამური მაჩვენებლის - უნაღდო დანახარჯებისა და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპი გაიზარდა. ამის შეახებ „თიბისი კაპიტალის მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიმოხილვაშია ნათქვამი.
სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი კვლავ მაღალ ნიშნულზეა, თუმცა ტრანზაქციის საშუალო ზომა შემცირდა. არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
„ახალი იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა, ხოლო თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის წლიური ზრდა შენელდა“, - წერია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში