ხორბლის ფასები 13 თებერვალს მაქსიმუს მიაღწია ბოლო ორთვენახევრის შემდეგ. ამის მიზეზად უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შიში სახელდება. ხორბლის ფიუჩერსები (ვადიანი საბირჟო კონტრაქტი) ჩიკაგოში გუშინ დაიხურა და 8,0075 დოლარს მიაღწია ბუშელზე. ეს არის რეკორდული ღირებულება 23 ნოემბრის შემდეგ. სამშაბათს ელექტრონულ ვაჭრობაში კვოტები 0,3%-ით დაეცა.
ხორბლის ფასებმა აქტიური ზრდა გასული კვირის ბოლოს დაიწყო. ინფრასტრუქტურის დაზიანებამ და კონფლიქტის ესკალაციის პერსპექტივამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უკრაინული ხორბლის მიწოდებაზე გლობალურ ბაზარზე, რომელიც უკვე მესამე წელია იკლებს — იტყობინება Bloomberg-ი.
სიმინდისა და სოიას ღირებულება ელექტრონულ ვაჭრობაში ნაკლებად იცვლება. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ სოია ოქტომბრიდან ლათინურ ამერიკაში მოსავლის შემცირების გამო ძვირდება.