ფინური ტექნოლოგიური კომპანია Nokia აცხადებს, რომ რუსეთის ბაზრიდან გადის. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„ახლა შეგვიძლია იმის თქმა, რომ გავალთ რუსეთის ბაზრიდან. ჩვენს პრიორიტეტად დარჩება ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო კვირებში კომპანიამ უკვე შეწყვიტა რუსულ ბაზარზე მიწოდებები და უარი თქვა კვლევების წარმოებაზე.