ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს $5 მილიონს ედავება

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს $5 მილიონს ედავება

access_time2021-09-17 12:05:32

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს უმსხვილეს ამერიკულ მედიაკომპანია Netflix–ის წინააღმდეგ $5 მილიონიან სასამართლო პროცესზე იურიდიული ფირმა BLB ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაიცავს. „სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ ლაზიერის გამბიტის (The Queen’s Gambit) კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ.



ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატებმა ლოსანჯელესის სასამართლოში სარჩელი ხუთშაბათს, 16 სექტემბერს შეიტანეს. გამოცემა deadline.com–ის ცნობით, მსოფლიოში პირველი ქალი გროსმაისტერი Netflix–ისგან ზარალის ანაზღაურების სახით $5 მილიონს ითხოვს.



რადიო თავისუფლების ცნობით, სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია ლაზიერის გამბიტის ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები სულ მცირე 59 კაც მოჭადრაკესთან, და მათ შორის 10 დიდოსტატთან. Netflix-მა თავხედურად და განზრახ იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ, იაფფასიანი და ცინიკური მიზნით, რათა ხაზი გაესვა დრამისთვის, რომ თითქოს გამოგონილმა გმირმა მიაღწია იმას, რაც არცერთ ქალს მიუღწევია იქამდე, გაფრინდაშვილის ჩათვლით.



სარჩელში მოყვანილია რამდენიმე პუბლიკაცია და ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტები, სადაც ფილმის გამოსვლისთანავე მიუთითეს შეცდომაზე; მათ შორის, მოჭადრაკის, ჟურნალისტისა და ჭადრაკის ისტორიკოსის, ოლიმპიუ ურკანის ტვიტიც, სადაცე ეწერა, რომ მაშინ, როდესაც გაფრინდაშვილის მსგავსი პერსონაჟი ფილმში აღტაცებით შეჰყურებს გამოგონილ გმირს, რეალურ ცხოვრებაში გაფრინდაშვილმა მრავალი შთააგონა 1960 -იანი წლების მამაკაცთა ტურნირებზე თამაშით.




სარჩელში დამატებით შეურაცხყოფადაა მიჩნეული Netflix-ის მიერ გაფრინდაშვილის, როგორც რუსი მოჭადრაკის წარმოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ ის არის საქართველოდან, ქვეყნიდან რომელიც დღემდე იბრძვის, რომ გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას.



ნონა გაფრინდაშვილი არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები;


მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული - 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები;
პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - 1983 წელი;


ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო „ოქროს პაიკის მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები;


საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.



Netflix – უმსხვილესი ამერიკული მედიაკომპანიაა, რომელიც მოთხოვნილი ვიდეოს მიმწოდებელია. კომპანია 1997 წლის 29 აგვისტოს დაარსდა და დღეს მსოფლიოს მასშტაბით მისი მომხმარებლების რაოდენობა 104 მილიონამდეა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up