ნონა გაფრინდაშვილი VS Netflix-ის რეზონანსული საქმე ჩემ გარეშე არ იარსებებდა - რუსუდან მაისურაძე BLB-ს ტოვებს

ნონა გაფრინდაშვილი VS Netflix-ის რეზონანსული საქმე ჩემ გარეშე არ იარსებებდა - რუსუდან მაისურაძე BLB-ს ტოვებს

access_time2022-09-22 12:00:52

იურიდიული ფირმა BLB-ის, რომელიც „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ“ საქმეში ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავდა, ერთ-ერთი მმართველი პარტნიორი ტოვებს.

კომპანიის დატოვების შესახებ რუსუდან მაისურაძემ სოციალური ქსელში დაწერა, სადაც ადვოკატი აცხადებს, რომ „გაფრინდაშვილი VS Netflix“-ის საქმის იდეა მას ეკუთვნის.

ცნობისათვის რუსუდან მაისურაძე თიბისი ბანკის CEO-ს ვახტანგ ბუცხრიკიძის მეუღლეა.

„ძალიან მიხარია, რომ ნონა გაფრინდაშვილი VS ნეტფლიქსის ძალიან რეზონანსული საქმე არ იარსებებდა ჩემ გარეშე, at least BLB-სთვის.

იდეა პირადად მე მეკუთვნის და როგორც არ უნდა მოინდომოს ვინმემ, ამას ვერ შეცვლის, ვერანაირი პიარით და ყალბი, დადგმული ფოტოებით.

საქმე დახურულია და მე დავტოვე BLB.

გეგმები ჯერ არ მაქვს, ერთადერთი, იმედი მაქვს უფრო აქტიურად გავაგრძელებ ჩემს სადოქტოროზე მუშაობას, რომელიც ასევე გამოხატვის თავისუფლებაზეა.


წარმატებები, BLB-ის. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მიაღწევენ იმ წარმატებას, რომელსაც იმსახურებენ“, - წერს Facebook-ში რუსუდან მაისურაძე.

„კომერსანტი“ ადვოკატის მიერ იურიდიულ ფირმის დატოვების საკითხით დაინტერესდა და BLB-ის დაუკავშირდა. სადაც რუსუდან მუმლაძის სტატუსზე კომენტარი არ გააკეთეს და გვითხრეს, რომ ოფიციალურ პასუხს მოგვიანებით შეგვატყობინებენ.


შეგახსენებთ, რომ  საქმეზე "ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ", ორ მხარეს შორის შეთანხმება შედგა. მოჭადრაკე სასამართლოს გზით შეცდომის გასწორებასა და კომპენსაციას, $5 მილიონს ითხოვდა.


შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც იანვარში კალიფორნიის სასამართლომ უარყო Netflix-ის არგუმენტი, რომ არ შეიძლება უჩივლონ მხატვრულ ნაწარმოებში რეალური ადამიანის ცილისწამებისთვის.


დავა ეხება სერიალში გაჟღერებულ ფრაზას, რომელიც ნონა გაფრინდაშვილს შეეხებოდა. მხატვრულ ფილმში მოვლენები 1960-იან წლებში ვითარდება. ნიჭიერი ამერიკელი გოგონა ჩადის საბჭოთა კავშირში და ეთამაშება მთავარ მეტოქეს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს, რომლის პროტოტიპი სავარაუდოდ გარი კასპაროვია. პარტიის დასაწყისში კადრში ჩნდება ნონა გაფრინდაშვილის პერსონაჟი, ის დარბაზში სხვა მაყურებლებს შორის ზის, ჭადრაკის კომენტატორი კი ამბობს: "ერთადერთი, რაც [ფილმის მთავარი გმირისთვის] უჩვეულოა, მისი სქესია, მაგრამ რუსეთში არც ეს არის უნიკალური, აქ არის ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა, ის ქალთა შორის არის მსოფლიო ჩემპიონი და მამაკაცს არასდროს დაპირისპირებია“.


რეალურად, 1968 წლისთვის გაფრინდაშვილს უკვე ნათამაშები ჰქონდა სულ მცირე 59 კაც მოჭადრაკესთან, რომელთაგან 10 დიდოსტატის ტიტულს ატარებდა.


Netflix საქმის წარმოების შეწყვეტას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ფილმში არსებული ფრაზა, რომლის გამოც ქართველი მოჭადრაკე დავობს, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში ჯდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up