ნოქალაქევის ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაცია 7 წელია ვერ დამთავრდა

ნოქალაქევის ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაცია 7 წელია ვერ დამთავრდა

access_time2022-04-11 10:00:50

ეგრისის მეფეთა IV საუკუნის სასახლე, V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკი, ორმოცმოწამეთა ეკლესია,  დადიანების სასახლე, დარბაზული ეკლესია და სამეფო აბანო - ეს 19 ჰა ტერიტორიაზე განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. „კომერსანტი“ გიყვებათ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ძეგლზე, რომლის უძველესი ფენა ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება, თუმცა ნოქალაქევის ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსის ახალი სიცოცხლე 7 წელია ვერ დაიწყო.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


მუზეუმ ნაკრძალის ტერიტორიის აღდგენითი სამუშაოები „ქართული ოცნების“ მთავრობამ 2016 წელს დაიწყო და 2021 წელს უნდა დაესრულებინა. „კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ვერ მივიღეთ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუქმდა, ჩვენს კითხვებს კი კულტურის სამინისტროს პრეს–სამსახურმა არ უპასუხა.

 

მედიაჰოლდინგმა გაარკვია, რომ ისტორიული ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელსაც არაა დასრულებული, ხოლო ტენდერში გამარჯვებული კომპანია შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველ აპრილს შავ სიაში დაარეგისტრირა. მათი დასკვნის მიხედვით, ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობა“-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა.

 

კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი 2015 წელს მომზადდა, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყო. ამ დროის განმავლობაში 7 224 870 ლარის ღირებულების 5 ტენდერი გამოცხადდა. ყველა ტენდერში მონაწილეობას მხოლოდ ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობა“ იღებდა.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 5-დან 4 ტენდერი შესრულებულია. მხოლოდ ერთს, 2021 წლის 4 მარტს გამოცხადებულ ტენდერს აქვს შეუსრულებლის სტატუსი. დოკუმენტში წერია, რომ შესრულებულია ხელშეკრულების მოცულობის მხოლოდ 43%. ერთადერთი პასუხი, რაც კულტურის სამინისტროსგან მივიღეთ, იყო ის, რომ ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაწყებული აქვს პროცედურები კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად.

 

იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტროსგან ვერ გავიგეთ, რა სამუშაოები ჩატარდა ტერიტორიაზე, ჩვენ შევეცდებით პროცესს ქრონოლოგიურად მივყვეთ და ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე დეტალურად გაგაცნოთ ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის ქრონიკა, რომელიც 7 წლის წინ დაიწყო.

 

პირველ ეტაპზე, 2016-2017 წელს ნაგებობების სარეაბილიტაციო შემდეგი სამუშაოები შესრულდა:


 

  • ნოქალაქევის ქვედა ქალაქის გალავანი გაიწმინდა მწვანე საფარისგან, მოხდა ძველი საკონსერვაციო ფენის დემონტაჟი, რის შემდეგაც მოეწყო ახალი საკონსერვაციო ფენა. გამაგრდა დახრილი კედლები და მოეწყო რკინა-ბეტონის ფილები.

 

  • დარბაზული ეკლესიაზე  მოიხსნა ძველი საკონსერვაციო ფენა და მოეწყო ახალი. მოხდა არსებული წყობის ნაწილის გადაწყობა, შემდეგ კი წყობის უკან დაბრუნება. იდენტური სამუშაოები განხორციელდა დადიანების სასახლეზეც.

 

  • ძველი საკონსერვაციო ფენის დემონტაჟი განხორციელდა სამოქალაქო აბანოზეც. მოეწყო ახალი საკონსერვაციო ფენა. მოხდა კედლის არსებული წყობის ნაწილის გადაწყობა-აღდგენა; აბანოში მოეწყო იატაკი და მონოლითური რკინაბეტონის ფილები.

 

  • ორმოცმოწამეთა ეკლესიაზე განხორციელდა ძველი კრამიტის ბურულის დემონტაჟი, რის შემდეგაც ახალი კრამიტის ბურული მოეწყო. მოხდა კარნიზის გადაწყობა და დაიგო ახალი იატაკი, შეიცვალა კარ-ფანჯა და გამაგრდა კედლის მხატვრობა.

 

  • კოშკ-სამრეკლოს ჩაუტარდა ძველი საკონსერვაციო ფენის დემონტაჟი და მოეწყო ახალი საკონსერვაციო ფენა. ასევე მოხდა, არსებული წყობის ნაწილის გადაწყობა და წყობის უკან დაბრუნება.

 

  • საკონსერვაციო ფენის დემონტაჟი განხორციელდა ეგრესის მეფეთა პირველ და მეორე სასახლეზეც. ასევე მოეწყო ახალი საკონსერვაციო ფენა.

 

  • გაიწმინდა გვირაბი მდინარე ტეხურაზე, განხორციელდა საკონსერვაციო ფენის დემონტაჟი და მოეწყო ახალი საკონსერვაციო ფენა. მოხდა, არსებული წყობის გადაწყობა, წყობის უკან დაბრუნება და კედლის წყობის აღდგენა. გვირაბის თავზე მოხდა მიწის მასივის მოხსნა - უკან დაბრუნება. გვირაბის კედლებზე და სახურავზე ჰიდროსაიზოლაციო ფენა მოეწყო. ასევე გაკეთდა მიწისქვეშა დრენაჟი.

 

  • სამნავიან ბაზილიკაზე მოხდა ძველი საკონსერვაციო ფენის დემონტაჟი, გაწმენდა და ახალი საკონსერვაციო ფენის მოწყობა. ასევე განხორციელდა არსებული წყობის ნაწილის გადაწყობა და წყობის უკან დაბრუნება.

 

  • მდინარე ტეხურაზე არსებული რკინის ხიდი გამაგრდა და ჩაუტარდა რესტავრაცია.

 

  • კომპლექსის ზედა ნაწილში მთელ პერიმეტრზე გალავანი მცენარეული საფარისგან გაიწმინდა.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ ნოქალაქევის არქიტექტურულ -არქეოლოგიური კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 1 300 000 გადაიხადა.

 

2018 წელს კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი დაკორექტირდა. საპროექტო დოკუმენტაცია (ააიპ) საქართველოს მემკვიდრეობამ შედგენა. ხელშეკრულების ღირებულებამ 285 000 ლარი შეადგინა. ახალი შესყიდვის საჭიროება გამოწვეული იქნა რამდენიმე მიზეზით. ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ 2015 წელს შედგენილი სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე ვერ მოხდა კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლის კერძო საკუთრებაში არსებული ქონებების გამოსყიდვა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2016 წელს მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებული იყო კომპლექსის გალავნის მიმდებარე ტერიტორიის სანიტარული წმენდის სამუშაოები, აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ გამოიკვეთა ე.წ. „შნაიდერის კოშკი“-ს საკონსერვაციო სამუშაოების აუცილებლობა კომპლექსის ერთიანი აღქმის ურღვეობის შესანარჩუნებლად. ასევე გადაწყდა გენერალური გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციური ელემენტის ე.წ. მედეას ბაღის ადგილმონაცვლეობა ე.წ. ‘’დადიანებისეული კოშკი’’-ს ქვეშ მდებარე ტერიტორიაზე.  ახალი გარემოებების შესაბამისად ასევე დაიგეგმა ახალი მუზეუმის შენობის პროექტის შედგენა.

 

2018 წლის 27 აპრილს კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდა. შესყიდვის ერთადერთი პრეტენდენტი „საქართველოს მემკვიდრეობა“ იყო. შესრულებული ხელშეკრულება 1 314 870 ლარით განისაზღვრა.

 

2018 წელს შესრულებული სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები:

 

  • მოეწყო ბილიკები

  • გაშენდა მცირე არქიტექტურული ფორმები;

  • აშენდა ახალი მოცულობები კომპლექსის ტერიტორიაზე -WC;

  • მოხდა კონსერვირებული ობიექტების ადაპტაცია - ეგრისის მეფეთა მეორე სასახლე;

  • მოხდა კონსერვირებული ობიექტების ადაპტაცია - ნაქალაქარის ქვედა გალავანი;

 

ნოქალაქევის არქიტექტურულ -არქეოლოგიური კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ( II ეტაპი)

 

ტენდერი 2019 წლის 15 მარტს გამოცხადდა შესრულებული ხელშეკრულების ღირებულება 1 225 000 მლნ ლარი იყო. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ „საქართველოს მემკვიდრეობა“-მ შემდეგი სამუშაოები შეასრულა:

 

  • მოეწყო ახალი ბაღი (გაშენდა დეკორატიული და სამკურნალო მცენარეები)

  • განხორციელდა ახალი ორი მულტიფუნქციური მსუბუქი შენობის მონტაჟი;

  • WC-სკენ და შნაიდერის კოშკისკენ მიმავალი ბილიკი მოეწყო.

  • მოეწყო სატუმბი სადგურის და რეზერვუარების სადგამის კონსტრუქცია.

  • ხიდის მიმდებარედ ახალი მოაჯირი გაკეთდა.

  • შნაიდერის კოშკის და გალავნის კედლის ფრაგმენტს საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

  • მოეწყო საინჟინრო კომუნიკაციიები.

 

 

მაშინ, როცა მე-2 ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობდა 2019 წლის 5 ივნისს ტენდერის მე-3 ეტაპი გამოცხადდა. ნოქალაქევის არქიტექტურულ -არქეოლოგიური კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების და ახალი მუზეუმის შენობის ფილის მოწყობის ღირებულება 1 350 000 მლნ ლარი იყო. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ „საქართველოს მემკვიდრეობა“-მ შემდეგი სამუშაოები შეასრულა:

  • მოხდა კონსერვირებული ობიექტების ადაპტაცია.

  • ქალაქის ქვედა გალავანზე მოწყობილი ბაქნიდან ე.წ. შნაიდერის კოშკის მიმართულებით ლითონის დაკიდებული ბილიკი მოეწყო.

  • დაიწყო ციხის საკონსერვაციო სამუშაოების პრე-ეტაპი.

  • მოხდა არსებული მუზეუმის შენობის დემონტაჟი:

  • დაიწყო ახალი მუზეუმის შენობის ფილის მოწყობა

 

უკვე 2020 წლის 18 მარტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ტენდერს ნოქალაქევის არქიტექტურულ -არქეოლოგიური კომპლექსის სარეაბილიტაციო და ახალი მუზეუმის შენობის სამშენებლო სამუშაოებზე აცხადებს. ხელშეკრულების ღირებულება 1 750 000 ლარი იყო. როგორც ირკვევა ამ დროს, პროექტის 1-ლი, მე-2 და მე-3 ეტაპები უკვე დასრულებული იყო.  ამ პროგრამის ფარგლებში კი შემდეგი სამუშაოები შესრულდა.

 

ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები:

  • მოეწყო მდინარის მიმდებარედ ქვაფენილის ბილიკები.

  • შნაიდერის კოშკის თავზე ახალი ღობე აშენდა.

  • მოეწყო კომპლექსის ინფრასტრუქტურული ელემენტები.

  • ხანძარქრობის სისტემის ასამუშავებლად და კომპლექსის მუდმივი წყლით მოსამარაგებლად მოეწყო წყლის რეზერვუარების და სატუმბო სადგურები.

  •  საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა წყალსაცავის მიმდებარე კედელს, გადახრილ კოშკთან მდებარე კედლებს და გალავნის ბაქნებთან მდებარე კედლებს.

 

ახალი მუზეუმის შენობისთვის დაიწყო მიწის სამუშაოები. მოეწყო რკინა ბეტონის კედლები, სვეტების და რიგელები, სართულშუა გადახურვის ფილები. ასევე მოეწყო რკ. ბეტონის მოედანი, კიბე და საყვავილე, გარე ბაქნები და შენობის მიმდებარედ გაბიონები.

 

ახალი მუზეუმის შენობაში სამუშაოები 2021 წლამდე გრძელდებოდა, ამ დროისთვის უკვე მზად იყო საძირკველი და რკინაბეტონის კარკასი. სამუშაოების ნაწილის გასაგრძელებლად გასული წლის 4 მარტს ტენდერი გამოცხადდა. 2021 წლის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, უნდა დაწყებულიყო წყალსაცავის მიმდებარე კედლის და ე.წ. დადიანებისეული ციხის საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და ასევე „საქართველოს მემკვიდრეობა“-ს უნდა შეესრულებინა ახალი მუზეუმის შენობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 1 749 717 ლარი, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებელმა შეასრულა 755 777 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

რატომ ვერ მოახერხა „საქართველოს მემკვიდრეობა“-მ სამუშაოების შესრულება? ამ კითხვით გამგეობის თავმჯდომარე კახა ტრაპაიძეს მივმართეთ. იგი ამბობს, რომ პრობლემა კომპლექსურია და გადაწყვეტილებას იზიარებს. შესაბამისად, სამშენებლო მოედანი მათ საკუთრებაში არსებული ინვენტარისაგან უკვე გათავისუფლებულია. სხვა დამატებითი ინფორმაცია ტრაპაიძისგან ვერ მივიღეთ. როდის განახლდება სამუშაოები უმნიშვნელოვანეს ისტორულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ფაქტი ერთია კომპლექსის რეაბილიტაცია 7 წელია ვერ დამთავრდა.

 

 ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up