Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანია გაკოტრების განაცხადს ამზადებს - Reuters

Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანია გაკოტრების განაცხადს ამზადებს - Reuters

access_time2022-03-01 18:46:12

შვეიცარიაში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელმაც Nord Stream 2 ააშენა, შესაძლოა, გაკოტრების შესახებ განაცხადოს. ექსკლუზიურ ინფორმაციას Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანია Nord Stream 2 AG აშშ-ს სანქციებით დაწესებულ ვადაში, ანუ 2 მარტამდე, პროექტში მონაწილე კომპანიების პრეტენზიების დაკმაყოფილებას ცდილობს.

შეერთებულმა შტატებმა Nord Stream 2 AG-ს სანქციები გასულ კვირას დაუწესა. Nord Stream 2 AG რეგისტრირებულია შვეიცარიაში და რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მან გასულ წელს 11 მლრდ დოლარის გაზსადენის პროექტი დაასრულა, რომლის მიზანიც რუსეთიდან გერმანიაში გაზის მიწოდების გაორმაგება იყო.

ორმა წყარომ ანონიმურობის პირობით Reuters-ს განუცხადა, რომ პოტენციურ გაკოტრებაზე საუბრები კონფიდენციალურია და Nord Stream 2 AG ფინანსურ მრჩეველთან გარკვეული ვალდებულებების დაფარვაზე მუშაობს, ხოლო გაკოტრების პროცესი ოფიციალურად შვეიცარიის სასამართლოში შესაძლოა, ამ კვირაში დაიწყოს.

Nord Stream 2 AG და „გაზპრომი“ Reuters-თან კომენტარს არ აკეთებენ.

1,230 კმ-იანი მილსადენი კომერციულად არ ოპერირებდა, რადგან გერმანიაში სერტიფიცირებას ელოდებოდა, ხოლო უკრაინის კრიზისის ესკალაციამ ეს პროცესი შეაჩერა.


აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა 23 თებერვალს აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომ 2 მარტიდან Nord Stream 2 AG-ს ან ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც Nord Stream 2 AG-ში, პირდაპირ ან ირიბად, 50%-ს ან მეტ წილს ფლობს ტრანზაქციები შეუწყდეება.

„გაზპრომმა“ 11 მლრდ დოლარის ღირებულების Nord Stream 2-ის მშენებლობაში ნახევარი გადაიხადა, ხოლო პროექტის დარჩენილი ნაწილი ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანია Shell-მა, ავსტრიულმა OMV-მა, საფრანგეთის Engie-მ, ასევე, გერმანულმა კომპანიებმა, Uniper-მა და Wintershall DEA-მ დააფინანსეს.

გასულ კვირას რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის ნავთობის დიდმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ რუსულ ოპერაციებზე უარს ამობოენ. მათ შორის იყო Shell-იც, რომელმაც განაცხადა, რომ სხვა ინვესტიციებთან ერთად, Nord Stream 2-ის ინვესტირებასაც წყვეტს.

ამასთან, Nord Stream 2 AG-მა თანამშრომლებთან კონტრაქტების შეწყვეტა დაიწყო. შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრ გაი პარმელინმა შვეიცარიულ რადიო RTS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ Nord Stream-ის ყველა, 140-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც შვეიცარიის ქალაქ ზუგში მუშაობდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამ ფონზე უცნობია, დაიხურება თუ არა Nord Stream 2 AG-თან დაკავშირებული ყველა ობიექტი ან როგორ აპირებს „გაზპრომი“ მილსადენის მომსახრუების გაგრძელებას.

Bpn.ge


თეგები:
Nord Stream 2



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up