ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე არ ვიჩქაროთ დასკვნების გამოტანა და Nord Stream და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე აფეთქებებზე გამოძიების ოფიციალურ შედეგებს უნდა დაველოდოთ.
„სანამ გამოძიება მიმდინარეობს, არ არის საჭირო ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს,“ - განაცხადა მან შვედეთში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ გაზსადენებზე მომხდარის შესახებ სიმართლის გარკვევის არ ეშინია.
„მე არ მეშინია სიმართლის, როგორიც არ უნდა იყოს ის”, - თქვა ბორელიმ.
The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი, რომელიც ამერიკული ხელმძღვანელობის წყაროს ციტირებენ, ამტკიცებენ, რომ დივერსია გაზსადენებზე შესაძლოა პროუკრაინულმა ჯგუფმა ჩაიდინა და ვაშინგტონმა ვერ დაინახა აფეთქებებში რუსეთის მონაწილეობის ნიშნები. Die Zeit-მა მოგვიანებით დაწერა, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ აფეთქებებში მონაწილე პირები უკრაინას უკავშირდებოდნენ, მაგრამ ოპერაციის შემკვეთი პირები უცნობია.
მანამდე ოთხშაბათს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ასევე განაცხადა, რომ არ უნდა ვიჩქაროთ დასკვნების გამოტანა Nord Stream-ში დივერსიის შესახებ ახალ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მისი დამნაშავეები უკრაინასთან იყვნენ დაკავშირებული.
აფეთქება გაზსადენზე 2022 წლის სექტემბერში მოხდა. რუსეთის ფედერაციაში სისხლის სამართლის საქმე საერთაშორისო ტერორისტული აქტის მუხლით არის აღძრული. შვედეთის სადაზვერვო სამსახურებიც მივიდნენ დასკვნამდე, რომ გაზსადენებზე მომხდარი ინციდენტი დივერსიაა.