„ნორნიკელის“ მფლობელმა, პოტანინმა რუსეთის მთავრობა „ბოლშევიკებს“ შეადარა

„ნორნიკელის“ მფლობელმა, პოტანინმა რუსეთის მთავრობა „ბოლშევიკებს“ შეადარა

access_time2022-03-11 15:30:00

რუსეთიდან გასული უცხოური კომპანიების საწარმოების კონფისკაცია ქვეყანას 1917 წელში დააბრუნებს. ამის შესახებ „ნორნიკელის“ თანამფლობელმა, ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ვლადიმერ პოტანინმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნორნიკელის“ Telegram-არხი ავრცელებს.


პოტანინი ფედერაციის მთავრობას აფრთხილებს, რომ თუ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც რუსული ბაზრიდან გადიან, ბიზნესი ჩამოერთმევათ, რუსეთს ათწლეულების განმავლობაში გლობალური ინვესტორების უნდობლობა დაემუქრება.


„აქტივების კონფისკაცია რუსეთს ასი წლით უკან, 1917 წელში დააბრუნებს,“ - აცხადებს ვლადიმერ პოტანინი.


მისი თქმით, ბევრმა კომპანიამ შესაძლოა, გადაწყვეტილება „გარკვეულწილად, ემოციურად“ და „უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ“ მიიღო, ამიტომ, დიდი ალბათობით, ისინი რუსეთის ბაზარზე დაბრუნდებიან და მათ ეს შესაძლებლობა უნდა შეუნარჩუნდეთ.



„ნორნიკელის“ თანამფლობელი ამბობს, რომ ნაციონალიზაცია, ანუ საწარმოების შესყიდვა და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, როგორც წესი, მთელი დარგის რესტრუქტურიზაციისთვისა და მისი შემდგომი პრივატიზაციისთვის გამოიყენება. ამდენად, პოტანინი არ არის დარწმუნებული, რამდენად მიზანშეწონილია დღეს უცხოური კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციაზე საუბარი.


მისი თქმით, რუსეთმა დასავლეთის სანქციებს „პრაგმატულად“ უნდა უპასუხოს, რომ საპასუხო ზომებმა რუსეთის ეკონომიკას სირთულეები არ შეუქმნას.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ იმ კომპანიების ქონების ნაციონალიზაციის ინიციატივით გამოდის, რომლებიც, უკრაინაში ომის გამო, რუსეთში წარმოებას ხურავენ.


„მმართველი პარტია იმ კომპანიების საწარმოო ქარხნების ნაციონალიზაციის ინიციატივით გამოდის, რომლებიც რუსეთიდან გასვლასა და წარმოების დახურვას გადაწყვეტენ. ჩვენ მივიღებთ მკაცრ საპასუხო ზომებს და ომის კანონების შესაბამისად ვიმოქმედებთ,” - აცხადებს პარტიის გენერალური საბჭოს მდივანი, ანდრეი ტურჩაკი.


BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up