„ნორნიკელის“ მთავარი აქციონერი და რუსი ოლიგარქი ვლადიმირ პოტანინი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვდება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, „ნორნიკელი“ პალადიუმის და ნიკელის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ „ნორნიკელის“ სანქციების ქვეშ ჯერ მოქცეული არ არის.
მიმდინარე წლის დასაწყისისთვის კომპანია მსოფლიოს ნიკელის წლიური წარმოების დაახლოებით 5%-ს აწარმოებდა. გარდა ამისა, რუსული კომპანია აწარმოებს პალადიუმის საერთო წარმოების დაახლოებით 40%-ს, ასევე კობალტს და სპილენძს.
აღსანიშნავია, რომ რვა რუსული კომპანია და 12 რუსი ოლიგარქი, მათ შორის „ნორნიკელის“ უმსხვილესი ბენეფიციარი ვლადიმერ პოტანინი, დიდმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში დაასანქცირა.