ნორვეგია რუსული გაზისა და ნავთობის გარეშე დარჩენილი ევროპის გადარჩენას ცდილობს. როგორც CNN წერს, მუშათა გაფიცვამ ნორვეგიაში, რომელიც ევროპის მეორე უდიდესი ენერგომომწოდებელია რუსეთის შემდეგ, გაზის ფასის ზრდა გამოიწვია. ამის გამო, მთავრობას მოუწია ჩარევა დავის მოსაგვარებლად სავალდებულო სახელფასო არბიტრაჟის შეთავაზებით.
„როგორც წესი, სავალდებულო სახელფასო არბიტრაჟში ჩარევამდე თავშეკავებას ვიჩენთ. თუმცა გამოცხადებული ესკალაციის სერიოზულმა შედეგებმა გვაიძულა ჩავრეულიყავით“, - განაცხადა ნორვეგიის შრომის მინისტრმა მარტე მეჯეს პერსენმა.
ევროკავშირი მთელი ძალით ცდილობს, ნაკლებად დამოკიდებული გახდეს რუსულ ნავთობზე. ამიტომ, ნორვეგიიდან მომარაგების შემცირებამ შეიძლება სერიოზული შედეგები მოუტანოს ევროპის გეგმებს გაზსაცავების შევსების შესახებ, რომლებიც ახლა საშუალოდ 59%-ით არის სავსე.
bpn.ge