ნორვეგიამ უკრაინას 10 ხიდი გადასცა, ისინი დეოკუპირებულ ტერიტორიებზე დამონტაჟდება. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი სატვირთო მანქანები უკრაინაში უკვე ჩავიდა. 10 ხიდი საერთო ღირებულებაც 30 მილიონი ნორვეგიული კრონია,
სამინისტროს თქმით, დროებითი ნაგებობები გამოდგება მძიმე მანქანების გადაადგილებისთვის, ისეთი როგორიცაა სასწრაფო დახმარების მანქანები, სახანძრო მანქანები, სარემონტო ბრიგადები და ა.შ
უკრაინა ხიდებს შვედეთიდან და ჩეხეთიდანაც ელოდება.