სამხრეთ ნორვეგიაში, დაახლოებით 150 მეტრის სიგრძის ხიდი ჩაინგრა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მასზე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდებოდნენ, - ამის შესახებ BBC წერს.
ავტომობილებში მხოლოდ მძღოლები ისხდნენ და მაშველებმა ორივე გადაარჩინეს.
როგორც BBC წერს, ხიდი 2012 წელს გაიხსნა და 2021 წელს შემოწმდა.
ნორვეგიის საზოგადოებრივი საავტომობილო გზების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მომხდარზე დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყება.