„ნოვა“ 16 წლისაა – აღნიშნე და მიიღე საჩუქრები

„ნოვა“ 16 წლისაა – აღნიშნე და მიიღე საჩუქრები

access_time2022-11-04 15:55:46

სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორსა და მწარმოებელ კომპანიას „ნოვა“ 16 წელი შეუსრულდა. კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც ამ თარიღის განსაკუთრებულად აღნიშვნას გეგმავს, რაც პირველ რიგში მომხმარებლების დასაჩუქრებას გულისხმობს.

„ნოვას“ დაბადების დღე ოთხ დღეს გასტანს – ხვალ, 5 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დღეებში მის ნებისმიერ მეგაცენტრში მისული მომხმარებლები 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. მათ დახვდებათ გათამაშებაც, რომელში ჩართვის შემთხვევაშიც მრავალფეროვან პრიზებს მიიღებენ.


გააგორე და მოიგე – ასე ჰქვია გათამაშებას. მისი წესები კი მარტივია, გააგორებ კამათელს და მოიგებ 50, 100 ან 300 ლარიან ვაუჩერს, ელექტრო ბურღს, ხრახნდამჭერს, ხელსაწყოების ნაკრებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, საბითუმო ფასდაკლებას წლის ბოლომდე ან 16 წამს ნოვაში, რა დროშიც შეგიძლია ამოარჩიო ნებისმიერი ნივთი და მიიღო სრულიად უფასოდ. კამათლის გაგორებას შეძლებ დღეში ერთხელ, 300 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში.





თუ შოურუმებში სტუმრობას ვერ ახერხებ, გული არ დაგწყდეს, 5, 6, 7 და 8 ნოემბერს 30%-მდე ფასდაკლება „ნოვას“ ონლაინმაღაზიაშიც დაგხვდება. ამასთან ერთად, 100 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში, თანხის 16% ვაუჩერის სახით უკან დაიბრუნებ. აქციით სარგებლობა დღეში ერთხელ შეგეძლება, ხოლო ვაუჩერის სახით დაბრუნდება მაქსიმუმ 300 ლარი.



„ნოვამ“ საქმიანობა 2006 წელს დაიწყო, რაც სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტსა და რეალიზაციას მოიცავდა. 2011 წლიდან მან საკუთარი წარმოების ხაზი შექმნა და დღეს ის საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიან წარმოებას ფლობს. „ნოვა“ რამდენიმე ასეულ ქართულ პროდუქტს ქმნის, მომავალი წლიდან კი ახალი მიმართულებების დამატებასაც გეგმავს.

მისი მეგაცენტრები წარმოდგენილია საქართველოს 7 დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავში, მარნეულსა და ხაშურში.

 

(R)


თეგები:
ნოვა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up