რუსულმა გაზეთმა „ნოვაია გაზეტა“, რომელიც კრემლის კრიტიკით გამოირჩევა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დასრულებამდე როგორც ბეჭდვით, ისე ონლაინ ფორმატში შეაჩერა მუშაობა. ამის შესახებ გაზეთის რედაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„კიდევ ერთი გაფრთხილება მივიღეთ როსკომნადზორიდან. ამის შემდეგ ჩვენ ვაჩერებთ გაზეთის გამოცემას საიტზე, სოციალურ ქსელებში და ქაღალდზეც – ვიდრე არ დასრულდება „უკრაინის ტერიტორიაზესპეციალური სამხედრო ოპერაცია“. პატივისცემით, „ნოვაია გაზეტას“ რედაქცია“, – ნათქვამია რედაქციის განცხადებაში.
გასული წლის დეკემბერში „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორს დმიტრი მურატოვს ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭეს. ოსლოში დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მისი ერთ–ერთი ფრაზა იყო: „...გეოპოლიტიკოსების ატკივებულ თავებში რუსეთისა და უკრაინის ომი უკვე აღარ გამოიყურება შეუძლებლად“. როგორც აღმოჩნდა, ომის რეალურად დაწყებამდე 2 თვეზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი.