ბიზნესმენი ნუგზარ ალუღიშვილი ქრონიკა+–ის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს

ბიზნესმენი ნუგზარ ალუღიშვილი ქრონიკა+–ის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს

access_time2021-08-09 15:55:58

ბიზნესმენი ნუგზარ ალუღიშვილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს და უარყოფს ბრალდებებს, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოქვეყნდა. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს ჟურნალისური ეთიკის საბჭოს

ქრონიკა + ს და მის რედაქტორს ელისო კილაძეს
ნუგზარ ალუღიშვილი, პირადი ნომერი, 14001002695 იურიდიული მისამართი: რაიონი დედოფლისწყარო, სოფელი მირზაანი


მიმართვა

მოგახსენებთ რომ 2021 წლის 09 აგვისტოს გაზეთ ქრონიკა + ში გამოქვეყნდა ცილისმწამებლური სტატია სადაც აღწერილია რომ თითქოს მე ნუგზარ ალუღიშვილი ვარ საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის გარემოცვის წევრი და ასევე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია რომ მატერიალაური ზიანი მივაყენე ამერიკულ ნავთობ კომპანია ფრონტერას რომლის საკუთრებაში არსებული მილები, თითქოს მე მივითვისე, დავჭერი და ავაშენე საწყობი.
უპირველეს ყოვლისა განვმარტავ რომ ქრონიკა+ ში გამოქვეყნებული ბინძური და ცილისმწამებლური სტატია არის თვითონ აღნიშნული გამომცემლობის შემოქმედება და სიბინძურის ნიაღვარი რასაც წლებია ავრცელებს ქრონიკა +ი და მისი რედაქტორი, ასევე ცნობილი ცილისმწამებელი და სიბინძურის გამავრცელებელი ქალბატონი ელისო კილაძე. ხაზგასმით აღვნიშნავთ რომ მან გაავრცელა ცრუ ინფორმაცია რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს სიმართლესთან და არ არსებობს არცერთი კონკრეტული მტკიცებულება რომელიც მოცემულ ფაქტებს დაადასტურებს.


განვმარტავ რომ მე ნუგზარ ალუღიშვილი 30 წელზე მეტია ვეწევი სამეწარმეო საქმიანობას კახეთის რეგიონში კერძოდ დედოფლისწყაროში. მთელმა კახეთმა და განსაკუთრებით დედოფლისწაყრომ იცის თუ რაოდეოდენ კეთილსინდისიერი შრომით მაქვს მიღებული მე და ჩემს ოჯახს ჩვენს საკუთრებაში არსებული ქონებრივი სიკეთე. განვმარტავ რომ არ მაკავშირებს არანაირი სამეწარმეო ურთიერთობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან . აქვე ვაცხადებ რომ როგორც დედოფლისწაყოს მაცხოვრებელი პრემიერის ოჯახს ვიცნობ და უაღრესად დიდ პატივსვცემ და ვაფასებ.
ქრონიკა + მა ისე გაავრცელა ინფორმაცია რომ არც უცდია ჩემთან დაკავშირება, ასევე არ გაუმოწმებია ფაქტები ნავთობ კომპანია ფრონტერასთან და ისე მოახდინა სიცრუისა და სიბინძურის ტირაჟირება.
აღსანიშნავია ქრონიკა + ის რედაქტორის ელისო კილაძის ქმედებებიც რომელმაც კონკრეტული სტატიის გამოქვეყნებამდე მოახდინა თავის სოციალურ გვერდზე ფეისბუქზე ანალოგიური შინაარსის შემცველი სტატუსის გავრცელება.


კიდევ ერთხელ განვმარტავ რომ საწყობი რომელზეც საუბრობს ქრონიკა + ი და მისი დამფუძნებელი ელისო კილაძე არ არის ჩემს საკუთრებაში ის არის ემზარ ლობჯანიძის საკუთრებაში რომელიც მე მაქვს იჯარით აღებული. აგრეთვე მილები რომლეზეც საუბრობს ცილისმწამებლური გამომცემლობა ქრონიკა+ი არის მიბარებული საწყობში დღემდე ფრონტერას მიერ და რამოდენიმეჯერ ვთხოვე მისი წაღება თუმცა სრულიად უშედეგოდ .მათ აღნიშნული მილები დღემდე არ მიაქვთ და ჩვენთან ინახება საწყობში. ასევე ფრონტერას ჩემს წინააღმდეგ არავითარი სამართლებრივი პრეტებზიები არ გააჩნია.



ასევე გასულ წელს ფრონტერას წარმომადგენელმა ნიკოლოზ მამულაიშვილმა მთხოვა რომ შემეძინა მათთვის არასაჭირო მილები და მე მათგან შევიძინე 250 ერთეული მილი და გადავიხადე შესაბამისი საფასური. აღნიშნულ დაადასტურებს ფრონტერას პრეზიდენტის შვილი ნიკოლოზ მამულაიშვილი.


უახლეს დღეებში ვაპირებთ მიმართვას სასამართლოში და მოვითხოვთ ბოდიში მოხდას და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურებას ქრონიკა + სგან და მისი რედაქტორისგან ელისო კილაძისგან ცილისმწამებლური სტატის გამო .


კიდევ ერთხელ განვმარტავ რომ ქრონიკა +მა და მისმა რედაქტორმა დაარღვიეს ჟურნალისტური ქარტიის ძირიტადი ფუნდამენტური პრინციპები. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“


სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. ჟურნალისტის ნებისმიერი პროფესიული უფლება–მოვალეობა გამომდინარეობს საზოგადოების უფლებიდან, იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ.


ქარტია ეფუძნება ევროპის საბჭოს „ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის” მე–10 მუხლსა და „ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ აღიარებულ „ჟურნალისტების ქცევის პრინციპების დეკლარაციას“. ეს პრინციპები პროფესიული ქცევის სტანდარტად დამკვიდრდა იმ ჟურნალიტებისთვის, რომლებიც მოიპოვებენ, გადასცემენ და ავრცელებენ ინფორმაციასა და კომენტარებს მიმდინარე მოვლენებზე.
ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.


შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი. ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. საქმის განხილვისას საბჭო მივიდა დასკვნამდე რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ გადაუმოწმებელი ფაქტის გავრცელებას, და არა განზრახვას. ჟურნალისტმა ინფორმაცია მიიღო სოციალური ქსელიდან, არ გადაამოწმა და ამით დაარღვია ქარტიის პირველი და არა მე-11 პრინციპი.
პრინციპი 3.

ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.

პრინციპი 4.
ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.

პრინციპი 5.
მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

პრინციპი 11.
ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
• ფაქტის განზრახ დამახინჯება;
• ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
• პლაგიატი.

პატივისცემით ნუგზარ ალუღიშვილი“, – ნათქვამია მიმართვაში.

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up