აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ კრემლის საამაყო პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მკვდარია".
"არ მგონია, ვინმემ ოდესმე ეს პროექტი გააცოცხლოს. ის ახლა ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე ასვენია", – განაცხადა ნულანდმა სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, აშშ პარტნიორებთან ერთად მუშაობს სანქცების შედეგად გამოწვეული ვითარების მოსაგვარებლად.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს. შეჩერებულია „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ –ის განხორციელებაც
accentnews.ge/