ნულოვანი კოვიდსტრატეგიის გამო ჩინეთის ექსპორტი მცირდება

ნულოვანი კოვიდსტრატეგიის გამო ჩინეთის ექსპორტი მცირდება

access_time2022-06-02 13:00:34

2022 წლის გაზაფხულზე სახელმწიფოთა უმრავლესობამ კოვიდრეგულაციები თითქმის დაივიწყა, გამონაკლისი ჩინეთი აღმოჩნდა. 1 მლნ-დან 156 ინფიცირებულით ჩინეთი ახლაც 200-ეულს მიღმაა, მაგრამ რადგან ქვეყანა ნულოვანი კოვიდის სტრატეგიას ინარჩუნებს, პეკინის გადაწყვეტილებით ერთეულ შემთხვევებზეც კი 10 და 20 მლნ-იანი ქალაქები იკეტება, რაც ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

 

2020 წელს როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკები მინუსში გავიდა. ჩინეთმა კი, საიდანაც პანდემია დაიწყო 2.3%-იანი ზრდა მოახერხა. იმავე 2020 წელს მსოფლიო ვაჭრობის კლების ფონზე ჩინეთმა ექსპორტი $82 მლრდ-ით $2.723 ტრლნ-მდე გაზარდა. კოვიდრეგულაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა სმარტფონებსა და ლეპტოპებზე დაფიქსირდა. წელს კი ლეპტოპების მიწოდება 16%-ით შემცირდა.

 

2021 წელს ჩინეთის მშპ 8.1%-ით გაიზარდა, წლევანდელი პროგნოზი კი 5.5%-ს შეადგენს, რაც ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია პანდემიური 2020-ის გამოკლებით.

 


დენ სიაო პინის რეფორმების დაწყებამდე, 70-იანი წლების ბოლოს, ჩინეთის ექსპორტი $7 მლრდ-ს შეადგენდა, რაც იმდროინდელი ჩინეთის მშპ-ს 4.5%-ს უდრიდა, 10 წლის შემდეგ ექსპორტი $45 მლრდ-მდე, მშპ-სთან ფარდობა კი 14%-მდე, გაიზარდა. 2006 წელს ჩინეთის ექსპორტმა $1 ტრლნ-ს მიაღწია, რაც 22 წლის წინანდელი ჩინეთის ეკონომიკის 36%-ს უდრიდა. ექსპორტის ზრდა შემდეგ წლებშიც გაგრძელდა, მაგრამ უკვე აღარ მშპ-სთან მიმართებაში. ამჟამინდელი ექსპორტი მშპ-ს 18.5%-ს შეადგენს.

 

2020 წელს ჩინეთში საექსპორტო პროდუქტებისთვის გათვლილ საწარმოებში 80 მლნ ადამიანი მუშაობდა. თუ ექსპორტმა კლება განაგრძო, შეიძლება ასობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგოს.

 

ჩინეთი პლანეტის #2 ეკონომიკაა და გარკვეული მოკლევადიანი პრობლემების მიუხედავად, 2030 წლისთვის შეერთებულ შტატებს უკან ჩამოიტოვებს. მართალია ორნიშნა ზრდა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ზრდის რესურსი ჯერ კიდევ დიდია. ეკონომიკის პარალელურად წლიდან-წლამდე ჩინეთის მზარდია ჩინეთის გავლენა და პოლიტიკური ამბიციებიც. პეკინის უმთავრეს თავის ტკივილს უკვე დიდი ხანია ტაივანი წარმოადგენს. სამხედრო ოპერაციაზე უარის თქმის ერთადერთი მიზეზი კი შეერთებული შტატებია, რომელიც პირობაც დებს, რომ ტაივანის უსაფრთხოებას საჭირო შემთხვევაში ასევე სამხედრო გზით დაიცავს.  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up