პრემიერ-მინისტრის ოჯახის ქონებაში მატებაა - რა ახალი ჩანაწერი გაჩნდა ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში

პრემიერ-მინისტრის ოჯახის ქონებაში მატებაა - რა ახალი ჩანაწერი გაჩნდა ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში

access_time2023-01-13 18:00:40

პრემიერ-მინისტრის ოჯახის უძრავ ქონებაში მატებაა. პრემიერ-მინისტრის ბოლო დეკლარაციაში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ოქტომბერში შეავსო, ჩნდება ბაკურიანში 402 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, რომელიც პრემიერ-მინისტრის მეუღლის ნუნუ თამაზაშვილის სახელზეა რეგისტრირებული და რომელიც პრემიერის 2021 წლის ოქტომბრის დეკლარაციაში არ იყო.



ნუნუ თამაზაშვილმა 2019 წელს ბაკურიანში 1530 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელშიც 76 500 დოლარი გადაიხადა. პრემიერის 2019 წლის დეკლარაციით ნუნუ თამაზაშვილს უკვე უფიქსირდება 134880,27 ლარის და ასევე 32508,15 დოლარის სესხი ბანკ „ქართუში“. 2022 წლის ოქტომბერში კი ნუნუ თამაზაშვილის დავალიანება 108355,18 ლარს შეადგენს.
როგორც ცნობილია, 2021 წელს ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით, 49 წლით გადაეცა. საჯარო რეესტრის მიხედვით, მისმა წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს მიმართა.



ტერიტორიის წლიური საწყისი ფასი 5 958 ლარი იყო. ინტერესი გამოხატა ერთმა ადამიანმა და მანვე, ამავე აუქციონში 6 255-ლარიანი შეთავაზებით გაიმარჯვა.




ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი მისი დისთვის ბაკურიანში ტყის გადაცემის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ტერიტორიის იჯარით აღება უსაფრთხოებიდან გამომდინარე იყო საჭირო.


„ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელსაც სანახევროდ შეიძლება ტყე ეწოდოს და რომელიც საცხოვრებელი სახლის მიმდებარედაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მისი იჯარით აღება, რომელზეც არც მშენებლობა შეიძლება და რა თქმა უნდა არც ხის მოჭრა, პირიქით, ვალდებულებაა მოვლა-პატრონობის და ყოველწლიურად, სოლიდური თანხის შეტანის ბიუჯეტში“,   წერდა 2022 წლის დასაწყისში პრემიერის ცოლის ძმა.



მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კი თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს ბაკურიანში ტყის ნაკვეთი ღია აუქციონის ფარგლებში იჯარით გადაეცა და ეს ჩუქება არ არის.



დავითაშვილის თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მას საიჯარო ვალდებულებებით და სათანადო პასუხისმგებლობით, სასურველ ტყის ნაკვეთს გადასცემენ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up