,,ნუტრიმაქსი“ წლის ბოლომდე უზბეკეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს

,,ნუტრიმაქსი“ წლის ბოლომდე უზბეკეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს

access_time2022-06-13 13:00:08

ცხოველებისა და ფრინველის საკვების მწარმოებელი ქართული კომპანია ,,ნურტიმაქსი“ საექსპორტო ბაზარზე ფართოვდება. რეგიონის ქვეყნებში წარმატებული ექსპორტის შემდეგ, კომპანიამ  გეზი უზბეკეთის ბაზრისკენ აიღო. ამასთან, ,,ნუტრიმაქსი“ ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია ნიგერიის, განასა და უგანდას ბაზრებზეც.

 

ამ ეტაპზე კომპანიის მენეჯმენტი  დიდ ინტერესს იჩენს განვითარებადი ქვეყნების ბაზრების მიმართ, თუმცა პარალელურად აქტიური მუშაობა მიდის ევროპის ბაზრებზე ნიშის დასამკვიდრებლად. როგორც ,,ნუტრიმაქსისტექნიკური ჯგუფის მენეჯერი რეზო ლაფაჩი ,,კომერსანტთან“ ამბობს, ამ ეტაპზე უზბეკურ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ უახლოეს რამდენიმე თვეში პირველი პარტიის გაგზავნას შეძლებენ.


,,უკრაინაში  მიმდინარე ომმა გარკვეული დაბრკოლება გადაზიდვებთან დაკავშირებით შექმნა, თუმცა ამ ეტაპზე სირთულეები დაძლეულია და ექსპორტს ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ, თუ არ ჩავთვლით ლარსის გამშვებ პუნქტთან ხშირ რიგებს, სხვა მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ეს არ ეხება მხოლოდ ცოცხალ ცხოველს, რომელსაც ურიგოდ უშვებენ საზღვარზე. ზოგადად ფრინველთა და ცხოველთა კვება პანდემიურ პერიოდშიც მოთხოვნადი იყო და ტენდენცია ახლაც შენარჩუნებულია. განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და სომხეთში კარგად მიდის საქმეები, ასევე აფრიკის მიმართულებაც მეტნაკლებად აქტიურია. ყველაზე პერსპექტიულად აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრებს მივიჩნევთ, სადაც ჩვენს პროდუქტებზე დიდი მოთხოვნაა და მაღალი მსყიდვითუნარიანობითაც გამოირჩევიან.


რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს,  საქართველოში ყველა პროდუქტზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ამავე დროს ფასიც იზრდება. სასურსათო კრიზისია მთელ მსოფლიოში - მარცვლეულზე, ფქვილსა და ქატოზე დეფიციტი შეიმჩნევა, რაც გაძვირებას იწვევს“, - ამბობს ლაფაჩი ,,კომერსანტთან“.



ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებით ლაფაჩი ამბობს, რომ მარცვლეულის ბაზარი დიდწილად ისევ რუსეთზეა დამოკიდებული, რაც არასტაბილურობის რისკს ზრდის და ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.


,,მარცვლეულის სეგმენტში ბიზნესს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენი დიდი პრობლემაა, რომ უწყვეტი მარაგები არ გვაქვს და ძირითადად ისევ რუსეთზე ვრჩებით დამოკიდებული.  თუმცა ველოდებით ახალ მოსავალს,  15 ივლისიდან აგვისტოს ბოლოსკენ უკვე სიმინდის მოსავალიც დაგვემატება, რაც სავარაუდოდ ფასებზეც აისახება და ნედლეული გაგვიიაფდება. დღესდღეობით მეტი ადამიანი და მეტი ოჯახი აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, -ამბობს ლაფაჩი.


მისივე ინფორმაციით, ,,ნუტრიმაქსის“ წარმოებული პროდუქციის 60% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. დანარჩენი 40% ექსპორტზე გადის.


ცნობისთვის, „ნუტრიმაქსი“ 2009 წელს დაარსდა და ის პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ცხოველთა და ფრინველთა საკვებს ინდუსტრიულად აწარმოებს.


კომპანიის მისიაა მაღალხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვალიფიციური კონსულტაციების მიწოდების საშუალებით, განავითაროს ფერმერული მეურნეობები საქართველოში. კომპანია დაარსების დღიდან ჰოლანდიური მსხვილი ჰოლდინგის წევრის — Trouw Nutrition-ის ოფიციალური პარტნიორია, რომელსაც ცხოველთა საკვებისა და დანამატების წარმოებაში მსოფლიოში ლიდერის პოზიცია უკავია. 

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up