NYT: რუსეთმა უკრაინაში მრავალჯერ გამოიყენა აკრძალული იარაღი

NYT: რუსეთმა უკრაინაში მრავალჯერ გამოიყენა აკრძალული იარაღი

access_time2022-06-20 14:30:00

რუსეთის ჯარები გამუდმებით უშენენ ცეცხლს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს ჭურვებით, რომლებიც აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით. ამის შესახებ The New York Times-ი წერს თავის ახალ გამოძიებაში.


გამოცემის ჟურნალისტებმა შეისწავლეს ათასზე მეტი ფოტოსურათი უკრაინიდან და დაადგინეს იქ გამოყენებული ორი ათასზე მეტი ჭურვის ტიპი. მათი დიდი უმრავლესობა არის არაზუსტი იარაღი, რომლის გამოყენება აკრძალულია დასახლებულ კვარტლებში. დაახლოებით 330 ჭურვი აფეთქდა, როცა ისინი საცხოვრებელ შენობებს მოხვდა ან მათ მახლობლად ჩამოვარდა. 210 შემთხვევაში საქმე ეხებოდა იარაღს, რომლის გამოყენება აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით, კერძოდ, კასეტურ ჭურვებს, აღნიშნავს გამოცემა. ისინი ჰაერში აფეთქების შედეგად ასობით კვადრატულ მეტრზე მოქმედებს.


ტექსტში ნახსენებია ასევე ჭურვები „ფლეშეტებით“, ლითონის წვრილი ნაწილაკებით, რომლებსაც ადამიანის რბილი ქსოვილების სერიოზულად დაზიანება შეუძლია.


სტატიის ავტორები წერენ, რომ უკრაინის კონფლიქტში აკრძალული იარაღის გამოყენების მასშტაბი საგრძნობლად უფრო დიდია, მაგრამ ამჟამად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და ეს ართულებს მტკიცებულებების შეგროვებას.



მანამდე ტელეარხ CNN-ის გამოძიებამ დაადასტურა, რომ რუსეთის არმიის გენერალმა ალექსანდრ ჟურავლიოვმა თებერვლის ბოლოს ბრძანება გასცა, ხარკოვისთვის კასეტური ჭურვები დაეშინათ.


ადრე რუსეთს ბრალად სდებდნენ კასეტური ბომბების გამოყენებას სირიაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ამას, მაგრამ 2019 წელს ეს ბომბები აჩვენა გამოფენაზე, რომელზეც წარმოდგენილი იყო სირიაში გამოყენებული იარაღი.


არც რუსეთი და არც უკრაინა არ არიან ხელმომწერები კონვენციისა, რომელიც კრძალავს კასეტურ ჭურვებს.


კასეტური ბომბები ჰაერში ფეთქდება და შემდეგ დიდ ტერიტორიაზე მოაფრქვევს წვრილ ჭურვებს, რის შედეგადაც სამოქალაქო მოსახლეობას შეიძლება საფრთხე შეექმნას. ზოგი ეს პატარა ჭურვი შეიძლება არ აფეთქდეს ჩამოვარდნისას და, ფაქტობრივად, იქცეს ნაღმად, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენს საფრთხეს.


www.radiotavisupleba.ge



თეგები:
იარაღი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up