OCCRP-მა ლუკაშენკა წლის კორუფციონერად გამოაცხადა

OCCRP-მა ლუკაშენკა წლის კორუფციონერად გამოაცხადა

access_time2021-12-28 17:30:00

„კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრმა“ (OCCRP) ალიაქსანდრ ლუკაშენკა „2021 წლის კორუფციონერად“ დაასახელა. ამის შესახებ ორგანიზაციის საიტზეა ლაპარაკი.


პუბლიკაციაში ლუკაშენკა მოხსენიებულია „ევროპის უკანასკნელ დიქტატორად“. ცენტრმა ის მთავარ კორუფციონერად დაასახელა „ორგანიზებული დანაშაულის ხელშეწყობისთვის“. ჟიურიმ ის ამ წოდების სარეკორდო რაოდენობის 1167 კანდიდატიდან შეარჩია.


„კორუფციის თვალსაზრისით ეს გამორჩეული წელი იყო, მაგრამ ლუკაშენკამ ყველას აჯობა“, - განაცხადა ჟიურის კოორდინატორმა და OCCRP-ის თანადამფუძნებელმა დრიუ სალივანმა.


კერძოდ, OCCRP აღნიშნავს Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმას მინსკის აეროპორტში და მასში მყოფი ბელარუსელი ოპოზიციონერი ბლოგერის, რამან პრატასევიჩისა და მისი მეგობარი ქალის, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგას დაპატიმრებას. ორგანიზაცია წერს, რომ ნებისმიერს, ვინც ეწინააღმდეგება ლუკაშენკას, ელის მსგავსი ბედი, ან ის, რაც გადახდა სერგეი ციხანოუსკის, რომელსაც 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 2020 წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზების ბრალდებით.



ლუკაშენკას „მიღწევათა“ შორის ასახელებენ ასევე მის ოჯახთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის შემოსავლების წყაროების ორგანიზებას და პოლონეთის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის პროვოცირებას. გარდა ამისა, ლუკაშენკას ბრალად დასდეს კორონავირუსის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელებისთვის ხელის შეწყობა.


„67 წლის ლუკაშენკა 1993 წლიდან არის ჩაბღაუჭებული ძალაუფლებას მინსკში. ის აყალბებს არჩევნებს, აწამებს კრიტიკოსებს, აპატიმრებს და ცემით უსწორდება საპროტესტო აქციების მონაწილეებს და ყოველივე ამას ის კრემლის დახმარებით აკეთებს“, - ნათქვამია ცენტრის პუბლიკაციაში.


მთავარი კორუფციონერების რეიტინგში ლუკაშენკას პირველობას ჟიურიმ ერთხმად დაუჭირა მხარი. მის გვერდით აღმოჩნდნენ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, თუქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ავსტრიის ყოფილი კანცლერი სებასტიან კურცი.


www.radiotavisupleba.ge



თეგები:
OCCRP



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up