ოცნებები ზრუნვით სრულდება

ოცნებები ზრუნვით სრულდება

access_time2021-12-16 15:54:23

კახეთის ერთ პატარა ქალაქში - წნორში, წლების წინ ახალგაზრდების ჯგუფმა პატარა სოციალური საწარმოს გახსნა გადაწყვიტა, „ცოდნის კაფე“ დაარქვა და დიდ, მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცედ მალევე აქცია. ბავშვების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, ახალი ცოდნის მიღება თუ გამოცდილების გაზიარება „ცოდნის კაფეს“ მთავარი მისიაა. დაარსების დღიდან დონაციებით, მეგობრების გვერდში დგომით, თანამოაზრეებისა თუ კეთილი ადამიანების ინტელექტუალური და მატერიალური მხარდაჭერით არსებობს. ამ ეტაპზე „ცოდნის კაფე“ თანამედროვე ბიბლიოთეკას, წიგნის მაღაზიას, კაფეს და არაფორმალური განათლების სივრცეს მოიცავს, რომლითაც რეგიონის მოსახლეობა სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობს, თუმცა გეგმები და მიზნები ბევრად დიდი და მასშტაბურია. იმისთვის, რომ ყველა ქიზიყელს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო ცოდნაზე, ყველა მსურველმა შეძლოს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ინიციატივების განხორციელება, როგორც ცოდის კაფეს თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი ამბობს „ცოდნის კაფე“ ახალ და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა.


„2400-ზე მეტ მოქალაქესთან „ცოდნის კაფეს“ ვუშენებთ საკუთარ ჭერს. კონსტრუქციის რესურსები მოძიებულია და ახლა უკვე სარემონტო რესურსებს და პატარ-პატარა აგურების შეგროვება დავიწყეთ ადამიანებისგან და ბიზნეს ჯგუფებისგან. ვინც დებს ერთ აგურს, ანუ რიცხავს თანხას, მისი სახელი დაიწერება „ცოდნის კაფეს“ მაშენებელთა კედელზე. ახალი ცოდნის კაფე არსებულ სივრცეებთან ერთად თვითმობილიზების მუზუმს, რობოტიკის სკოლას, საერთო სამუშაო სივრცესა და არტ რეზიდენციას გააერთიანებს, სადაც მეგობრულ და მყუდრო გარემოში ყველა მსურველი უკეთესი განათლების მიღებას, ახალი ინტერესების აღმოჩენას, განვითარებას და სოციალიზაციას შეძლებს. ჩვენი სივრცე საჭირო საგანმანათლებლო და კუტურულ ინიციატივებს უმასპინძლებს და რეგიონის გააქტიურებას შეუწყობს ხელს“, - ნანა ბაგალიშვილი, „ცოდნის კაფეს“თანადამფუძნებელი.


მნიშვნელოვანი ცვლილებები რომ ერთიანი ძალებით ხორციელდება, - ამის მტკიცედ სჯერათ ცოდნის კაფეში, ამიტომაც სიამოვნებით მიიღეს თეგეტა ჰოლდინგის წინადადება და მათ კამპანიაშიც ჩერთნენ. სხვა ორგანიზაციებთან ერთად პლატფორმაზე tegeta.care ,,ცოდნის კაფესაც“ იპოვით. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ზრუნვის კამპანიაში თქვენც ერთვებით. არა, უბრალოდ კი არ ერთვებით, არამედ თქვენი დონაციით და თანადგომით ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლით და აშენებთ საგანმანათლებლო ოაზისს - „ცოდნის კაფეს“ და მოგვიანებით თქვენი სახელობის აგურსაც პოულობთ ცოდნის კაფეში.



კომპანია „თეგეტა ჰოლდინგმა“ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად და სიკეთის გარშემო რაც შეიძლება მეტი ადამიანის გასაერთიანებლად, მასშტაბური საახალწლო კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, tegeta.care რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ პროექტებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ნებისმიერ მსურველს კი შესაძლებლობას აძლევს მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაზე იზრუნოს - დააფინანსოს, მხარი დაუჭიროს ან ცნობადობის ამაღლებას შეუწყოს ხელი. სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებული მონაცემები, გამოცდილება, სტატუსი ან ფინანსური მდგომარეობა. ზრუნვა არც ზედმეტ თავისუფალ დროს, განსაკუთრებულ რესურსს და არც დიდ ძალისხმევას საჭიროებს.


,,tegeta.care არის ხიდი იმ ადამიანებს შორის, ვისაც სურს განათლების მიღება და ვისაც აქვს შესაძლებლობა გაამარტივოს განათლებაზე წვდომა, თანხა ჩადოს და განავითაროს ეს მიმართულება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპანიასთან ამ ტიპის ურთიერთობა, ძალიან კარგი გუნდია და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ უკვე „ცოდნის კაფეს“ ჭერქვეშ მეგობრობას“, - ნანა ბაგალიშვილი, „ცოდნის კაფეს“თანადამფუძნებელი.


ჯადოსნური, ბრჭყვიალა და დადებითი ემოციებით სავსე თარიღი ახლოვდება... ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ბავშვებზე, მოხუცებზე, მიუსაფარ ცხოველებზე, იმისათვის რომ ეს წელი ყველასთვის ჯადოსნური იყოს.


(NS)


თეგები:
„თეგეტა“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up