რუსეთიდან ჩამოსული ოჯახები საქართველოში ხანგრძლივი ვადით გეგმავენ დარჩენას

რუსეთიდან ჩამოსული ოჯახები საქართველოში ხანგრძლივი ვადით გეგმავენ დარჩენას

access_time2022-03-04 12:20:04

თბილისსა და რეგიონებში მდებარე მცირე სასტუმროებში რუსეთის მოქალაქეები ხანგრძლივი ვადით ჯავშნიან ადგილებს. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მათი უმეტესობა ოჯახებით ცდილობს დარჩენას. მხოლოდ გუშინ, 3 მარტს, გორში მდებარე სასტუმრო ,,ემ ქეის“ მფლობელმა ნინო გიორგაძემ რუსეთიდან 12 შეკვეთა მიიღო, თუმცა ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ არც ერთი არ დაადასტურა.

 

,,ჩვენ მცირე ზომის სასტუმრო გვაქვს. ბოლო დრომდე მომართვიანობა შემცირებული იყო პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე. რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო, აქტიურად მოგვმართავენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ადგილების დაჯავშნას 1 თვით და მეტი ვადით. მომართვიანობა, წინა წელთან შედარებით, ბევრად გაზრდილია. ცხადია, ვეკითხები მიზეზს, მაგრამ მხოლოდ ერთმა განმარტა, რომ შექმნილი სიტუაციის გამო სურს, ოჯახით დიდი ხნით დარჩეს საქართველოში. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციაც გავავრცელე, რადგან მაინტერესებს ადგილობრივების პოზიცია. ცხადია განწყობა არის ნეგატიური. შესაბამისად, არც ერთი მიღებული შეკვეთა არ დამიდასტურებია. მიმაჩნია, რომ ახლა ეროვნული ინტერესები და უკრაინის  მოქალაქეების სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს ნინო გიორგაძე.

 

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გააქტიურების შესახებ ცნობილია ტურიზმის სფეროს ექსპერტ მანანა ალადაშვილისთვისაც, რომლის თქმითაც, ეს ადამიანები რეალურად ტურიზმის რანგში არ უნდა განიხილებოდნენ.

 

,,საომარი მოქმედებების გამო ძალიან რთული სიტუაციაა და მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს, მათ შორის, რუსეთში. ძალიან ბევრი რუსი ოჯახი ჩამოსულია ბათუმში. იმდენად ბევრი, რომ ეს უკვე ტურისტი არ არის. კომუნიკაცია მაქვს ადგილობრივ სასტუმროებთან და ამბობენ, რომ დიდი მომართვიანობაა, განსაკუთრებით კერძო ბინებში ცხოვრობენ. ძირითადად ახალაშენებულ ბინებს ქირაობენ. რუსეთის ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები არიან, რომლებიც შეშინებული არიან ამ სიტუაციით“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ მანანა ალადაშვილი.



იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი მოექცა მსოფლიო იზოლაციისა და სანქციების ქვეშ, რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ,  დატოვონ საკუთარი ქვეყანა და თავი შეაფარონ სხვა სახელმწიფოებს.


შესაბამისად, მზადდება პეტიცია მოთხოვნით, რომ  საქართველოში შემოსასვლელად რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდეთ სპეციალური (დროებითი) სავიზო რეჟიმი. ვიზა მიეცეთ რუსეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებიან პუტინის დიქტატორული რეჟიმის მიერ და რომელთა სიცოცხლე/ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იმყოფება მათი რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნით. 


ასეთი სპეციალური სავიზო რეჟიმი უნდა იქნეს შენარჩუნებული მინიმუმ საომარი ვითარების დასრულებამდე და მსოფლიო წესრიგის აღდგენამდე.


პეტიციის ავტორები შიშობენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გახსნილი საზღვრის პირობებში, ათობით ათასი რუსი ოჯახი ჩამოვა და საქართველოში დასახლდება.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up